შიბლიანის ციხე
შიბლიანის ციხე — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ციხე ნაგები ყოფილა რიყისა და ნატეხი ქვით. მთლიანად დანგრეულია, მისი გეგმაც კი არ იკითხება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 344.