შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა
ავტორი კლოდ მონე
წელი 1872
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 48 სმ
სიგანე 63 სმ
ქალაქი პარიზი
მუზეუმი მარმოტან-მონეს მუზეუმი

შთაბეჭდილება, მზის ამოსვლაიმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს ნახატი, მხატვრობის ისტორიის ყველაზე პოპულარული მიმდნინარეობის ეპოქალური ტილო. შეიქმნა 1872 წელს.

საზოგადოებამ ეს ტილო „ბატინიოლის ჯგუფის“ პირველ გამოფენაზე ნახა. იმ დროის პრესა მყისიერად გამოეხმაურა მის გამოჩენას. ზოგმა კი, მაგალითად „შარივარის“ კრიტიკოსმა ლერუამ უარყოფითად შეაფასა ნახატი სტატიაში სათაურით „იმპრესიონისტების გამოფენა“. მისი აზრით, „ემბრიონის დონეზე შესრულებლი ნებისმიერი ნახატი ფურცელზე უფრო დასრულებულია ვიდრე ეს მარინისტული ტილო“. მის საპირისპიროდ ფილიპ ბერტი მადლობას უხდის კლოდ მონეს „ასეთი სწრაფლწარმავალი წუთების დაჭერისათვის“. არმან სილვესტრი, მხატვრის მეორე მეგობარი, თანაუგრძნობს მონეს, პისაროსა და სისლეის ხედვას და წერს: „მონე ეძებს ფერებით მიღწეული შთაბეჭდილების ეფექტს, ექსპრესიულობით მიღწეული შედევრის გზას, ის ხაზის მოყვარულებს უთმობს“. დღეს უკეთესად გვესმის, თუ რის მიღწევა სურდა მონეს ამ ტულოს შექმნით, რომელიც ჰავრის სასტუმრო „ამიროტეს“ ფანჯრიდან დახატა. სასტუმროს ოთახის ფანჯარა პორტის ხედზე შიგნიდან იღება „ეს სასტუმრო მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა“. იგი დღისა და ღამის სხვადასახვა მონაკვეთში სხვადასხვა შთაბეჭდილებას ახდენს, ტილო იჭერს ყველაზე სწრაფლმავალ წუთს, როცა მზე გამოდის ნისლიდან. ეს პროცესი ტილოს უფრო მატერიალურს ხდის. ტილოზე არაფერია შემთხვევითი; აქ ლაპარაკია განმეორებადი პლანების თანმხვედრ წარმოსახვაზე: წყალი, ნავი, ცა. მზე, რომელიც წყის ზედაპირზე ცეცხლისებრ გამჭოლ სხივებს ისვრის, მონემ იონგკინდის ტილოზე, ტერნერთან, რიგის აკვარელების და ასევე პეტვორტთან, მის ათასფრად აელვარებულ ცაზე დაინახა.

ეს ტილო ზუსტად აღწერს ეფემერულ შთაბეჭდილებას, რომელიც გათენებისას ერთი საათი თუ გრძელდება, როცა ბინდი იფანტება ღრუბლებში და როცა ანძებიც წყლის ფერია. თუმცაღა ეს არ არის ატმოსფერული მოვლენის აღწერა, რომელსაც ბოდლერი ეთაყვანებოდა ბუდენის ნახატებზე. მხატვარი ემოციას გადმოგვცემს უფრო მინიშნებით, ვიდრე გამომსახველობით. აქ კარგად ჩანს ჩინელი და იაპონელი მხატვრების გავლენა, რომელთა ნამუშევრებმაც აღაფრთოვანა მონე ინგლისსა და ნიდერლანდებში ყოფნისას. ძენის პერიოდის ნახატებმა ასევე დიდი ზეგავლენა იქონია მის მხატვრობაზე. მხატვარი საშუალებას აძლევს მნახველს, გონებით მიხვდეს ნახატის ჩანაფიქრს. ამგვარად მხატვრობა, როგორც პიერ დე ამბობს, არის „სპექტაკლი, რომელიც იბადება თქვენ თვალწინ განუსაზღვრელი სიქორფიტა და ფრთხილად შემოპარული ფერებით. ეს სურპრიზია. თქვენ თვალწინ იშლება შთაბეჭდილება, დიახ, მზის ამოსვლის შთაბეჭდილება“.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შთაბეჭდილების ნისლიანი სცენა, მზის ამოსვლა წარმოადგენს ტრადიციული, კლასიკური სახის იმპრესიონისტულ პეიზაჟს, იდეალისტური სილამაზის აღწერას. პოლ სმიტი ფიქრობდა, რომ მონეს ამ სტილით უნდოდა გამოეხატა „სხვა დამოუკიდებელი, ბურჟუაზიული წარმოდგენები არტისტული ხარისხის შესახებ, რომელიც სხვა იდეოლოოგიის მატარებელი იყო“.[1] ფუნჯის თავისუფალი მონასმები ჩვენს წარმოსახვას მეტ გასაქანს აძლევს. ინდუსტრიალიზაციის დაბადების პერიოდში, საფრანგეთში ეს სტილი მოწინავედ და დახვეწილად მიიჩნეოდა.

ნახატის ელემენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეთევზეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტილოზე ადამიანის არსებობა მხოლოდ მსუბუქადაა ნაგულისმები. მონე სქემატურად, მხოლოდ ფუნჯის რამდენიმე მონასმით წარმოგვიდგენს მეთევზეებს, რომლებიც ნავში სხედა. მესჭე ნიჩბით ხელში შედარებით დეტალურადაა გამოსახული.

წყალზე არეკლილი მზის სხივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალი თითქოს მზის სხივებით არის გაჟღენთილი. აქ ყვითელი და ნარინჯისფერი ჭარბობს. მზის სხივების ანარეკლი წყალზე, რომელიც ვიწრო ზოლშია მოქცეული, ჰორიზანტალური ნარინჯისფერი ხაზებითაა შესრულებული და განფენილი სივრცეში, რათა უფრო მიუახლოვდეს დამთვარიელებელს.

მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონე, ტერნერიდა და უისტლერის ზეგავლენით, მზეს ნახატის მთავარ მოქმედ პირად აქცევს. ინტენსიურ ქრომატულობას პრიმიტიული ყვთელი და ნარინჯისფერი ემატება. ფერის გარდა, მხატვარი ქმნის მოცულობას, რაც საშუალებას აძლევს მზის სფეროს, წყლიდან ამოიწიოს. ბურუსი, რომლითაც გაჟღენთილია სურათი, სხივებს ამ მშვენიერი სფეროს გაცოცხლებაში უშლის ხელს.

ნავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახატის ცენტრში მოთავსებული ნავი სურათის ერთადერთი ელემენტია, რომელიც ნისლში არ არის გახვეული, ის პერსპექტივის გადმოსაცემადაა გამოყენებული სვა ორ ნავთან ერთად, რომლებიც უკან ჩანს. მათი ანსამბლი ქმნის დიაგონალს, რაც სურათს სიღრმის განცდას ანიჭებს.

პორტის მანქანათმშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავრეს პორტში გაცხოველებული მუშაობაა. ამას მოწმობს სატვირთო გემები უკანა პლანზე და მანქანათსამშენებლო ქარხნების გამონაბოლქვი, რომელიც ცისკენ მიემართება. ფუნჯის მხოლოდ რამდენიმე მონასმითაა ასახული სატვირთო გემები და ქარხანა, რისთვისაც ლურჯი და მწვანე ტონებია გამოყენებული. მონე არ უღრმავდება დეტალებს, მხოლოდ ცდილობს დაიჭიროს ისინი.

ნისლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონე მთლიანად ნისლში ახვევს ტილოს, რომელიც ძირითადად ნაცრისფრის მინარევია იასამნისფერთან. ის ფართო და ერთმანეთისგან დაშორებულ მონასმებს აკეთებს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ნისლის დახასიათება, ვიდრე მისი რეალისტური წარმოსახვა. ტილოს ზოგიერთ ადგილას თეთრი ფონი მოჩანს, რაც სურათს ბრწყინვალებას ანიჭებს.

მონეს მიერ შესრულებული ლე ჰავრეს პორტის ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი მხატვრები, მონე, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith, Paul (1994) Impressionism : beneath the surface. New York: H.N. Abrams. ISBN 0-81092715-2.