შვიდფენიანი საწებელი
|
| |
| ტიპი | საწებელი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი |
| წარმოშობის ადგილი | ამერიკის შეერთებული შტატები და მექსიკა |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
შვიდფენიანი საწებელი (ინგლ. Seven-layer dip) ― ამერიკული აპეტაიზერი, რომელიც ტეხას-მექსიკური სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული. თავდაპირველად გამოქვეყნებულ რეცეპტში (1981, ჟურნალი „Family Circle”) მას „ტექს-მექს დიპი” უწოდეს. კერძი პოპულარული იყო ტეხასში მანამდეც, სანამ რეცეპტი პირველად დაიბეჭდებოდა. კერძი, როგორც წესი, შეიცავს:
- შემწვარ ლობიოს ( თავდაპირველ ვერსიაში ჰალაპენიოსა და ლობიოს საწებელი);
- გვაკამოლეს (დაფქული სანელებლებით შეზავებული ავოკადო);
- არაჟანს (არაჟნისა და მაიონეზის ნარევს, რომელსაც ტაკოს სანელებლები ჰქონდა დამატებული);
- პიკო დე გალიოს, სალსა როხას, სალსა ვერდეს ან დაჭრილ პომიდორს (თავდაპირველად უბრალოდ დაჭრილ მწვანე ხახვს და პომიდორს);
- გახეხილ ჩედარის ყველს, მონტერეი ჯეკის ყველს, კესო ასადეროს;
- შავ ზეთისხილს.
სხვადახვა ვარიაციას სურვილისამებრ ამატებდნენ მრავალ ინგრედიენტს, როგორიც იყო დაჭრილი ხახვი, მოხარშული საქონლის ხორცი, დაჭრილი სალათის ფურცლები (ტექსტურისთვის) ან დაჭრილი ჰალაპენიოს წიწაკა დამატებითი სიცხარისთვის.
კერძს, თუ მაშინვე არ მიაქვთ სუფრასთან, ხშირად აცივებენ. შვიდფენიან საწებელს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე გარნირად სიმინდის ჩიფსებს ატანდნენ, ახლა ყველაზე ხშირად ტორტილას ჩიფსებთან ერთად მიირთმევენ.[1][2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Martindale, Marty (2008). Entertaining from Ancient Rome to the Super Bowl: A-G. Westport, Connecticut, USA: Greenwood Press, გვ. 303. ISBN 978-0-313-33958-5. ციტირების თარიღი: 15 January 2012.
- ↑ Platkin, Charles Stuart (2 February 2005). „How much exercise would it take to burn off Super Bowl snacks?“. Seattle Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 February 2012. ციტირების თარიღი: 15 January 2012.