შვერინის ციხესიმაგრე
| შვერინის ციხესიმაგრე | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | architectural heritage monument in Mecklenburg-Vorpommern და მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2023 (45-ე სესია) |
| ნომერი | 1705 |
![]() | |
| https://www.museum-schwerin.de/schloesser-galerie/schloss-schwerin/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1705 ინგლ. • რუს. • ფრ. |
შვერინის ციხესიმაგრე (გერმ. Schweriner Schloss) — XIX საუკუნის ციხესიმაგრე, აგებული ისტორიციზმის სტილში, მდებარეობს ქალაქ შვერინში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის დედაქალაქში, გერმანია. ის განთავსებულია კუნძულზე ქალაქის მთავარ ტბაში.
საუკუნეების განმავლობაში, ამ ადგილას მდებარე სასახლე იყო მეკლენბურგის და შემდეგ მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგებისა და დიდი ჰერცოგების რეზიდენცია, თუმცა XIX საუკუნემდე არსებული სასახლის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. დღესდღეობით, სასახლის ნაწილი მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის პარლამენტის რეზიდენციაა, ხოლო დანარჩენი ნაწილები გამოიყენება სასახლის მუზეუმისთვის, რესტორნისთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის, როგორიცაა ღია ცის ქვეშ თეატრალური წარმოდგენები ეზოში.
თანამედროვე სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილები ააგეს 1845-1857 წლებში, გამოჩენილი ისტორიცისტი არქიტექტორების გოტფრიდ ზემპერის, ფრიდრიხ აუგუსტ შტიულერის, გეორგ ადოლფ დემლერისა და ერნსტ ფრიდრიხ ცვირნერის თანამშრომლობით. სასახლე ითვლება რომანტიკული ისტორიციზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ევროპაში და მას „ჩრდილოეთის ნოიშვანშტაინს“ უწოდებენ.[1]
2023 წელს შვერინის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Neuschwanstein of the North – Schwerin Palace, one of the most important works of Romantic History in Europe" დაარქივებული 2013-10-03 საიტზე Wayback Machine. (NDR, German television)
- ↑ Список всемирного наследия ЮНЕСКО пополнили пещеры и замки. Стоунхедж туда не взяли ru. ციტირების თარიღი: 2024-08-23.
