შვედეთ-იაპონიის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედეთ-იაპონიის ურთიერთობები
Map indicating locations of Sweden and Japan

შვედეთი

იაპონია

შვედეთ-იაპონიის ურთიერთობები — ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთსა და იაპონიას შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ორ ქვეყანას შორის პირველი კონტაქტი მოხდა XXVIII საუკუნეში, როდესაც კარლ პიტერ ტუნბერგი, კარლ ლინეს სტუდენტი, იაპონიაში ჩავიდა მცენარეთა შეგროვებისა და შესწავლის მიზნით. ამრიგად, ის გახდა პირველი შვედი, ვინც ეწვია ამ ქვეყანას[1].

ოფიციალურად, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1868 წელს, შვედეთ-იაპონიის ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც იმპერატორ მეიძის მთავრობის მიერ სხვა სახელმწიფოსთან დადებული პირველი ხელშეკრულება გახდა[2].

XX საუკუნის პირველ ათწლეულში ქვეყნებმა ტოკიოსა და სტოკჰოლმში დიპლომატიური მისიების გახსნა დაიწყეს, რომლებიც 1957 წელს საელჩოებად იქცნენ[1]. პირველ მსოფლიო ომში შვედეთი იყო შუამავალი, რომლის მეშვეობითაც გერმანია და იაპონია მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სეპარატული ზავის შესახებ. მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა[3].

იაპონია შვედეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია აზიაში[4]. შვედეთის პოლიტიკის ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა, მაგალითად, სოციალური უზრუნველყოფა, მოსახლეობის დაბერება, მშვიდობის შენარჩუნება და ოფიციალური დახმარება განვითარების მიზნით, იაპონიისათვის სამაგალითო გახდა[5]. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ასევე განმტკიცებულია სახელმწიფო ვიზიტებით (მათ შორის მონარქებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით), კულტურული და აკადემიური გაცვლებით ორივე მხრიდან[1].

დიპლომატიური მისიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Japan-Sweden Relations (Overview). იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (2014-11-17). ციტირების თარიღი: 2015-01-29.
  2. Ottosson, Ingemar. Trade under protest: Sweden, Japan and the East Asian crisis in the 1930s. ლუნდის უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 2015-01-29.
  3. Frank W. Ikle, Japanese-German Peace Negotiations during World War I // The American Historical Review, 1965, ტ. 71, № 1, გვ. 62–76, ISSN 0002-8762, doi:10.2307/1863036.
  4. Japan. შვედეთის მთავრობა (2015-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-31. ციტირების თარიღი: 2015-01-30.
  5. 吉武信彦, 日本・北欧政治関係の史的展開(იაპონური) // 地域政策研究, 2000, ტ. 第3卷, გვ. 31—33, 38—40.
  6. Embassy of Sweden Tokyo, Japan. ციტირების თარიღი: 2020-04-06.