შვედეთის ფოსტა
შვედეთის ფოსტა, Posten AB (შვედ. Aktiebolaget Posten — სააქციო საზოგადოება Posten) — შვედური საფოსტო ოპერატორი და ერთადერთი ორგანიზაცია შვედეთში, რომელიც საფოსტო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შვედეთში საფოსტო მომსახურება 1636 წელს აქსელ ოქსენშერნამ დააფუძნა და „სამეფო საფოსტო მომსახურება“ (Kungliga Postverket) უწოდა. 2009 წლის 24 მაისს Posten AB დანიურ Post Danmark-თან გაერთიანდა ჰოლდინგ Posten Norden AB-ს ჩამოსაყალიბებლად.
თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1994 წლიდან Posten სააქციო საზოგადოებაა და 100%-ით შვედეთის სახელმწიფოს, კონკრეტულად კი, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს ეკუთვნის. 2008 წლიდან მხოლოდ ცხრა საფოსტო ტერმინალი მოქმედებს, მანამდე არსებული ტერმიანელბი ამჟამად ლიკვიდირებულია. 2001 წლიდან ფეხს იკიდებს ციფრული მარკების სისტემა.
შტაბ-ბინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სააქციო საზოგადოების სათავო ოფისი შემდეგ მისამართზეა:
Terminalvägen, 10500 Stockholm, Sweden
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- About Posten. Posten.se. Posten AB. ციტირების თარიღი: 2010-12-04.
- Financial information. Posten.se. Posten AB. ციტირების თარიღი: 2010-12-04.