შვედეთის მოსახლეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შვედეთის დემოგრაფია)
Jump to navigation Jump to search

შვედეთის მოსახლეობა 2011 წლის ბოლოს დაახლოებით 9,481 მლნ სულს შეადგენდა. სიმჭიდროვე 21,9 კაცია კმ²-ზე. ქვეყანა მოსახლეობის მიხედვით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება ევროკავშირში, მასზე ნაკლებად მხოლოდ ფინეთია დასახლებული — 17 კაცი კმ²-ზე. მოსახლეობა მეტწილად ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია თავმოყრილი, გარდა ამისა ზომიერი კლიმატის სანაპირო რაიონებში.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება 1961 - 2003 წლებში

აქ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები Statistiska centralbyrån-ს ეყრდნობა 2010 წლის მდგომარეობით.

  • მოსახლეობის წლიური ნამატი: 0,158 %
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე: 20 კაცი კმ²-ზე.
  • მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა: საშუალოდ 1 ადამიანი იბადება ყოველ 15 წუთში.
  • შობადობის დონე: 10,13 ბავშვი/1000 სულზე
  • ფერტილობის დონე: 1,67 ბავშვი/1 ქალზე
  • ასაკობრივი სტრუქტურა:
    • 0-14 წელი: 15,7 % (მამაკაცები 733 597/ქალები 692 194)
    • 15-64 წელი: 65,5 % (მამაკაცები 3 003 358/ქალები 2 927 038)
    • 65 წლის და უფროსი: 18,8 % (მამაკაცები 753 293/ქალები 950 171).
  • საშუალო ასაკი: 41,5 წელი (მამაკაცები: 40,4 წელი, ქალები: 42,6 წელი).
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა: 80,86 წელი (მამაკაცები: 78,59 წელი, ქალები: 83,26 წელი) — მსოფლიოში 9 ადგილზე.
  • მიგრაციის დონე: 1,66/ 1000 სული.
  • უმუშევრობის დონე: 9,1 % (მარტი 2010 წ.).
  • სიკვდილიანობის დონე: 10,21 გარდაცვალება/1000 სულზე.
  • ჩვილების სიკვდილიანობის კოეფიციენტი: 2,75 გარდაცვალება/1000 ახალშობილზე (ბიჭი: 2,91 გარდაცვალება/1000 ახალშობილზე, გოგონა: 2,58 გარდაცვალება/1000 ახალშობილზე).
  • სქესთა თანაფარდობა:
    • საერთო: 0,98 მამაკაცი/ქალი
    • დაბადებისას: 1,06 მამაკაცი/ქალი
    • 15 წლამდე: 1,06 მამაკაცი/ქალი
    • 15-64 წწ: 1,03 მამაკაცი/ქალი
    • 65 წლის და უფროსი: 0,79 მამაკაცი/ქალი.
  • ურბანიზაციის დონე: 85 % მთელი მოსახლეობის.
  • ზრდასრულ მოსახლეობაში შიდსის\აივის გავრცელებულობა: 0,1 %.
  • შიდსით\აივით დაავადებულთა რაოდენობა: 6 200.
  • სიკვდილიანობა შიდსით\აივით: 100 სულზე ნაკლები.
  • მოსახლეობის განათლების დონე: 99 %.
  • სასკოლო განათლების ხანგრძლივობა:
    • საშუალოდ: 16 წელი
    • გოგონები: 17 წელი
    • ვაჟები: 15 წელი.
  • სწავლის ხარჯები: 7,1 % ეშპ.

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად შვედების ტრადიციული რაოდენობრივი უპირატესობისა დღევანდელ შვედეთში საკმაოდ მრავალფეროვანია არამხოლოდ ეროვნებათა, არამედ რასათა საერთო სურათიც, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო იმიგრირებული მოსახლეობის ზრდის შედეგია. ქვეყნის მოსახლეობა ფაქტობრივად ორ ძირითად ჯგუფად: ავტოქთონებად და იმიგრანტებად იყოფა. ავტოქთონებს შორის შვედები და ფინო-უგრული წარმოშობის ძირძველი მოსახლეობა ჭარბობს. ეთნიკურ შვედებს გერმანიკული წარმომავლობა აქვთ და ერთანი მოსახლეობიდან 7,5 მლნ კაცს შეადგენენ. შვედების გარდა ქვეყნის ჩრდილოეთში 17 000 საამი ცხოვრობს. ფინეთის საზღვართან კი, რომელიც ოდესღაც შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, 50 000 ეთნიკური ფინელი სახლობს, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში 450 ათასზე მეტი ფინელია, რომლებიც XX საუკუნეში გადასახლდნენ სამშობლოდან. ამასთანავე თავად ფინეთში შვედური მრავალსაუკუნოვანი უმცირესობა ბინადრობს 300 000 კაციანი შემადგენლობით, რაც ფინეთის მოსახლეობის 6%-ია. შვედური ენა ფინეთში მეორე ენად მიიჩნევა, აი, ფინური ენა კი შვედეთში საკმაოდ შეზღუდულია და სახელმწიფო დონეზე არანაირი სტატუსი არ გააჩნია.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის მოსახლეობის 82% შვედური ეკლესიის მრევლია. შვედური ეკლესია ლუთერანულია და სახელმწიფოს 2000 წელს გამოეყო. გარდა ამისა, შეინიშნებიან კათოლიკები, მართლმადიდებლები და ბაპტისტები. საამების ნაწილი ანიმიზმის მიმდევარია. ქვეყანაში ემიგრაციის გამო ბოლო ხანებში მუსულმანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები გაჩნდნენ.

მოსახლეობის რაოდენობის ცვალებადობის დინამიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მოსახლეობა
1000 400 000
1100 400 000
1200 400 000
1250 500 000
1300 500 000
1350 400 000
1400 500 000
1450 600 000
1500 650 000
1550 750 000
1600 900 000
1650 1 100 000
1700 1 363 000
1725 1 400 000
1750 1 780 700
1760 1 925 200
1770 2 042 600
1780 2 118 300
1790 2 187 700
1800 2 347 300
1810 2 377 900
1820 2 584 700
1830 2 888 100
1840 3 138 900
1850 3 482 500
1860 3 859 700
1870 4 168 500
1880 4 565 700
1890 4 785 000
1900 5 136 400
1910 5 522 400
1914 5 679 600
1920 5 904 500
1930 6 142 200
1939 6 341 300
1940 6 371 400
1950 7 041 800
1960 7 498 000
1970 8 081 200
1980 8 317 900
1990 8 590 600
2000 8 873 100
2010 9 354 426

მიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

COB data Sweden.PNG

ევროსტატის მიხედვით შვედეთში ცხოვრობს 1.33 მილიონი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიაანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენს. აქედან 859 000 (9.2%) ევროპის კავშირის გარეთ, ხოლო 477 000 (5.1%) ევროპის კავშირის ქვეყნებშია დაბადებული.[1][2] ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფები არიან:

  1. ფინეთის დროშა ფინეთი (172,218)
  2. იუგოსლავიის დროშა ყოფილი იუგოსლავია (152,268)
  3. ერაყის დროშა ერაყი (117,919)
  4. ირანის დროშა ირანი (59,922)
  5. პოლონეთის დროშა პოლონეთი (49,518)
  6. გერმანიის დროშა გერმანია (47,803)
  7. დანიის დროშა დანია (46,002)
  8. ნორვეგიის დროშა ნორვეგია (43,819)
  9. თურქეთის დროშა თურქეთი (40,766)
  10. სომალის დროშა სომალი (31,734)

შვედეთში დაახლოებით 100,000 – 120,000 ასურელები ცხოვრობს.[3][4] ერაყელი მიგრანტების უმეტესობას ქრისტიანი ასურელები წარმოადგენენ.

2000 - 2010 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეთნიკურ ჯგუფები არიან:

  1. ბურუნდის დროშა ბურუნდი (+3031%)
  2. პალესტინის დროშა ღაზას სექტორი (+2542%)
  3. მონღოლეთის დროშა მონღოლეთი (+2028%)
  4. უზბეკეთის დროშა უზბეკეთი (+1439%)
  5. კამერუნის დროშა კამერუნი (+1165%)
  6. ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი (+1115%)
  7. მიანმარის დროშა მიანმარი (+1022%)
  8. აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი (+1015%)
  9. ლიტვის დროშა ლიტვა (+758%)
  10. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (+627%)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]