შვედეთის განათლების სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განათლების სისტემა შვედეთში მოწესრიგებულია ე.წ. სასკოლო კანონით (შვედურად Skollagen). შვედური განათლების სისტემა დეცენტრალიზებულია. არსებობს ე.წ. სასკოლო ვალდებულება 7-დან 16 წლამდე, რომლის მიხედვითაც მშობლებს ევალებათ სკოლაში ატარონ ბავშვი, ანდა შეაძლებინონ თავიანთ შვილს სასკოლო განათლების მიღება. სასკოლო განათლების მიღება შესაძლებელია, როგორ შინ, ე.ი. სახლში, ასევე გარეთ, ე.წ. თავისუფალ სკოლაში.

წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა შვედეთში ქვეყნის მოსახლეობის 1 % -ც არაა, რის გამოც ციფრობრივი უმნიშვნელობის გამო იფიციალურად არც განიხილება როგორც საზოგადოებრივი პრობლემა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 25.000 წერა-კითხვის უცოდინარი ცხოვრობს შვედეთში, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არაშვედია და შვედეთში გვიან, ან მოზრდილ ასაკში ჩავიდა, მანამდე კი ბავშვობაში, თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში სასკოლო განათლების მიღების საშუალება, ან უფლება არ ჰქონიათ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ორგანიზებულ სკოლებს შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მონასტრები, სადაც სამონასტრო სკოლები არსებობდა. მეცადინეობა მიმდინარეობდა ლათინურად, ხოლო შვედური ენა კი საკლასო ოთახებში გაისმა რეფორმაციის ხანაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]