შვაბები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შვაბები (გერმ. Schwaben) — გერმანელთა სუბეთნიკური ჯგუფი. განსახლებულნი არიან შვაბიაში, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში. საუბრობენ გერმანული ენის შვაბურ დიალექტზე.

ისტორიულად შვაბები არიან სვებების შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. გვიან შუა საუკუნეებში აქ არსებობდა შვაბიის საჰერცოგო, რომლის მმართველებიც პერიოდულად საღვთო რომის იმპერატორის ტიტულსაც ფლობდნენ. საჰერცოგო 1313 წელს გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • James Minahan One Europe, Many Nations: A Historical Dictionary of European National Groups. — Greenwood Publishing Group, Ltd., 2000.