შეხვედრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შეხვედრა“
ავტორი ჯეიმზ ჯოისი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1914
წინამორბედი დები
მომდევნო არაბეთი

შეხვედრა (ინგლ. An Encounter) — რიგით მეორე ნოველა, ჯეიმზ ჯოისის ნოველათა კრებულში დუბლინელები.

ნოველა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ამბის გმირი ორი ბიჭია, ერთი თავად მთხრობელი და მეორე მისი მეგობარი მაჰონი, რომლებიც თავგადასავლებს ეძებენ მოსაწყენი ცხოვრების გასაფერადებლად და ამიტომ გადაწყვეტენ სკოლის გაცდენას და სანაპიროზე გაპარვას. როგორც მთხრობელი ამბობს,„საღამოობით ომობანას თამაშიც ისევე მოსაბეზრებელი მეჩვენებოდა, როგორც დილაობით გაკვეთილებზე ჯდომა, იმიტომ, რომ მსურდა ნამდვილ ხიფათს გადავყროდი; მაგრამ მჯეროდა, რომ ნამდვილ ხიფათს ვერ გადაეყრება ის, ვინც დღენიადაგ შინ ზის ფეხმოუცვლელად.“

სიუჟეტი ამ გასეირნების და იმ ხალხის გარშემო ტრიალებს რომლებსაც ბიჭები ხვდებიან. ბიჭები მოწმენი ხდებიან ძალიან ბევრი სოციალური ფაქტის. მაგალითად, ადგილობრივი ბავშვებს ისინი პროტესტანტებში შეეშლებათ. მთხრობელი ასევე აღნიშნავს რომ ბევრი ბავშვი "არათანაბარი" და ძალიან საბრალოა.

დღის ბოლოსკენ, ბიჭები ხვდებიან ერთ მოხუც კაცს, რომელიც მათ უცნაურ გრძნობას უჩენს. თავდაპირველად, როგორც მკითხველიც ხვდება, კაცი გულის-ყურით აკვირდება და აფასებს ბიჭებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს ისეთ თემებზე როგორიცაა, მაგალითად სერ უოლტერ სკოტი და ახალგაზრდა შეყვარებულები.

ნოველა შესანიშნავად აღწერს იმ დროინდელი დუბლინის საზოგადოებას — დაპირისპირებას და ძალადობას პროტესტანტ და კათოლიკე მოსახლეობას შორის, ირლანდიის ხელისუფლებას, გარყვნილ მოხუც კაცს, უცხოელებს და სკოლის მოსწავლე ბიჭებს. ნოველაში, ბიჭები ფართო წარმოდგენას უქმნიან მკითხველს დუბლინზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]