შინაარსზე გადასვლა

შეწებებული ხის ძელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეწებებული ხის ძელი
შეწებებული ხის ძელი

შეწებებული ხის ძელი — ხის სამშენებლო მასალა. ტერმინი გამოიყენება მცირე დეტალების შეწებების გზით წარმოებული სამშენებლო, სადურგლო მონოლითური მასალებისა და კონსტრუქციის დეტალების აღსანიშნავად, წარმოადგენს შეწებებული ხის მასალის ერთ-ერთ ნაირსახეობას.

შეწებებული ძელის წარმოება ხდება ცალკეული ფიცრების ერთ კონსტრუქციაში შეწებების გზით. ძირითადად იწარმოება წიწვოვანი ხის მასალებიასაგან — ნაძვი, ფიჭვი, შედარებით იშვიათად — ციმბირული კედარისებრი ფიჭვისა ან ლარიქსისაგან.

აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში ასევე ხშირად გამოიყენება ცრუცუგა. შეწებებული ხის მასალის ძირითად უპირატესობას მასიური დაუმუშავებელი ხის მასალასთან შედარებით წარმოადგენს შესაძლებლობა მივიღოთ პროგნოზირებულად მაღალი ხარისხის მასალა როგორც ვიზუალური ასევე სიმტკიცის მაჩვენებლებით, რაც მიიღწევა წარმოების ეტაპზე მასალის გადარჩევისა და დეფექტების ამოჭრის გზით. უმაღლესი გამძლეობის მაჩვენებლებით გამოირჩევა კონსტრუქციები, რომელიც წარმოებულია ჩრდილოეთში მოპოვებული ხის მასალისაგან.

შეწებებული ხის ძელი მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება ხის სახლების მშენებლობაში. ტექნოლოგია მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ხის გადამამუშავებელ სფეროში პროდუქციის მაღალი ხარისხისა და გამოყენების ფართო არეალის ხარჯზე.

ხის შეწებებული მზიდი კონსტრუქციები ფართოდ გამოიყენება რთული სახურავების მონტაჟისას, საციგურაო მოედნების გადასახურად, სავაჭრო ცენტრების, ხიდების, ავტოსადგურების მშენებლობისას და ა.შ. კედლის პროფილირებული შეწებებული ხის ძელი გამოიყენება თანამედროვე ხის სახლების, აბანოების, სასტუმროების, ეკლესიებისა და სხვა მრავალი დანიშნულების რთული ნაგებობების მშენებლობისას.

საქართველოში პირველად 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყო შეწებებული ხის ძელებით ორი სახლის მშენებლობა ბაკურიანში.

  • ს. მიულერი შეწებებული ხის მასალით მშენებლობა. — Birkhauser, ბაზელი, 2000
  • ლ. რაინპრეხტი, იოზეფ შტეფკო. თანამედროვე ხის მასალიტ მშენებლობა. კოტეჯი. ტალავერი. ფანჩატური. - ნიოლა-პრესს, 2006
  • ა.ვ. კალუგინი. ხის კონსტრუქციები. - უმაღლესი სამშენებლო სასწავლებლების ასოციაციის გამომცემლობა, 2008