შექიხანოვების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შექიხანოვების სახლი
აზერ. Şəkixanovların evi
მდებარეობა შაქი, აზერბაიჯანი
თარიღდება XVIII საუკუნე
მდგომარეობა იცავს სახელმწიფო

შექიხანოვების სახლი (აზერ. Şəkixanovların evi) — ორსართულიანი შენობა, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ქალაქ შაქში. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აგებული სახლი ეკუთვნოდა შექის ხანთა ნათესავებს.[1] ხამი აგურისგან აშენებულ შენობას გააჩნია 6 ოთახი, 4 დერეფანი და 2 აივანი. ინტერიერის დეკორატიული ელემენტთა სიმდიდრით შექიხანოვების სახლი ჰგავს სასახლის ტიპის შენობას.[2] პირველი სართულის ოთახები განკუთვნილია ზამთრის პერიოდისთვის, სასტუმრო ოთახში დგას ბუხარი. მეორე სართულის სასტუმრო ოთახი მორთულია სიუჟეტური და ორნამენტული საკედლო ნახატებით. სასტუმრო ოთახის ცენტრალურ ნაწილში დგას მდიდრული დეკორატიული ბუხარი. კედლები მოხატულია ნიზამი განჯევის „ჰამსეს“ (გამოსახულებები პოემებიდან „ლეილი და მეჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“, „შვიდი ლამაზმანი“) გმირების პორტრეტებით, ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებით, ორნამენტული კომპოზიციებით. პორტრეტები შესრულებულია მინიატურული ფერწერის სტილში. დარბაზის ჭერი (პლაფონი) მორთულია უფრო მდიდარი სურათებით, აქ გამოსახულია ფრთიანი ქალწულები (ანგელოზები). კედლების ზედა სარტყელი მორთულია სარკისებრი სტალაქტიტებით, ოდნავ ქვემოთ განლაგებულია რეფი — სადღესასწაულო ჭურჭლეულისთვის განკუთვნილი თარო. ინტერიერის მხატვრული დაგეგმარება დასრულებულია ფასადის ნაირფეროვანი ფანჯრებით — შებექე. შექიხანოვების სახლის არქიტექტურამ და მხატვრულმა მოკაზმულობამ მოახდინა გავლენა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემდგომში აგებული სასახლის ტიპის სახლებსა და კარმიდამოების მშენებლობაზე. იგრძნობა შექიხანოვების სახლის მსგავსება ახლომდებარე სექის ხანთა სასახლესთან. 2012 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაკვეთით დაიწყო ძეგლის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომელიც დასრულდა 2013 წლის აგვისტოში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კედლის ფერწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шәкихановларын еви / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987. — Т. 10. — С. 504-505.
  2. Город Нуха. Дом Шекихановых // Азербайджан (Исторические и достопримечательные места) / Под общей редакцией М. А. Казиева.. — Б.: Издательство АН Азербайджанской ССР, 1960. — С. 113.