შეფარდებითი უპირატესობის თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შეფარდებითი უპირატესობის თეორია (ინგლ. theory of comparative advantage) — ინგლისელი ეკონომისტ დავიდ რიკარდოს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში შექმნილი ეკონომიკური მოდელი.

ქვეყანა ფლობს შეფარდებით უპირატესობას კონკრეტული საქონლის წარმოებაში, თუ მოცემული საქონლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი გამოხატული სხვა საქონლით ამ ქვეყანაში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.

რიკარდოს მაგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვიხილოთ შეფარდებითი უპირატესობის თეორია რიკარდოს მაგალითის საფუძველზე. ავტორმა სიმარტივისათვის დაუშვა, რომ ეკონომიკა შედგება მხოლოდ ორი, A და B ქვეყნისგან და იწარმოება მხოლოდ ორი საქონელი — ხორბალი და ავტომობილები. A ქვეყნის მიერ გაწეული დანახარჯები საკმარისია ან 10 000 ტონა ხორბლის, ან 500 ავტომობილის საწარმოებლად, ხოლო B ქვეყნის მიერ დახარჯული რესურსები საკმარისია ან 10 000 ტონა ხორბლის, ან 300 ავტომობილის საწარმოებლად. აქედან გამომდინარე, ერთი და იმავე რესურსების დახარჯვისას, 10 000 ტონა ხორბლის წარმოების შემთხვევაში B ქვეყნის ალტერნატიული დანახარჯი გამოხატული ავტომობილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე A ქვეყნისა. შეიძლება ითქვას, რომ B ქვეყანას ხორბლის წარმოებაში გააჩნია შეფარდებითი უპირატესობა.

ხორბალი ავტომობილი
ქვეყანა A 10 000 ტონა 500 ცალი
ქვეყანა B 10 000 ტონა 300 ცალი

მოდელის შეზღუდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ყველა ეკონომიკურ მოდელს, რიკარდოს შეფარდებითი უპირატესობის მოდელს გააჩნია გარკვეული შეზღუდვები.

  • არსებობს მხოლოდ ორი, A და B ქვეყანა.
  • გამოიყენება წარმოების მხოლოდ ერთი ფაქტორი — შრომა.
  • იწარმოება მხოლოდ ორი საქონელი — ხორბალი და ავტომობილები.
  • შრომის ფასი (საათობრივი ხელფასი — w) ორივე ქვეყანაში ტოლია.
  • ორივე ქვეყანა ფლობს ერთსა და იმავე ტექნოლოგიებს.