შერლოკი (ეპიზოდების სია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Sherlock_Logo.svg
Sherlock_Logo.svg

შერლოკი“ — სატელევიზიო კრიმინალური დრამატული ტელესერიალი, რომელიც ეფუძნება სერ ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმზის დეტექტივების სერიას. სტივენ მოფატის და მარკ გეტისის მიერ შექმნილ ამ სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ ბენედიქტ კამბერბეჩი (ჰოლმზი) და მარტინ ფრიმენი (ექიმი ჯონ უოტსონი). სერიალის პირველი სეზონი ეთერში 2010 წელს გავიდა, ხოლო მეორე - 2012 წელს. მესამე სეზონი 2014 წლის დასაწყისში გამოვიდა, ხოლო მეოთხე - 2017 წელს. ამასთან, მესამე სეზონი ბრიტანეთში 2001 წლის შემდეგ ნახვების მხრივ რეკორდსმენი გახდა[1]. 2016 წელს გამოვიდა ცალკე ეპიზოდი, რომელიც აღწერს შერლოკის თავგადასავალს ვიქტორიანული ეპოქის პერიოდში. დღეისთვის „შერლოკი“ 200-ზე მეტ სხვა ქვეყანაშია ნაჩვენები.[2]

სერიალის მთავარი პერსონაჟი არის „მრჩეველი დეტექტივი“ ჰოლმზი, რომელიც სხვადასხვა დანაშაულის გახსნაში ეხმარება მეტროპოლიტენის პოლიციას, ძირითადად - დეტექტივ გრეგ ლესტრეიდს (რუპერტ გრეივზი). ჰოლმზის თანაშემწეა ექიმი ჯონ უოტსონი, რომელიც სულ მცირე ხნის წინ ავღანეთიდან დაბრუნდა, სადაც ჯარში მსახურობდა, რის გამოც ხშირად ღამის კოშმარები აწუხებენ. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის განმავლობაში ბევრი უარყოფითი პერსონაჟი ჩნდება, მთავარი არის ჯიმ მორიარტი (ენდრიუ სკოტი). ჰოლმზს ხშირად ეხმარება მოლი ჰუპერი (ლუიზ ბრილი). სხვა პერსონაჟებს შორის აგრეთვე არის მისის ჰადსონი (უნა სტაბზი), ბეიკერ-სტრიტზე მდებარე სახლის და ჰოლმზის ერთგვარი შტაბ-ბინის პატრონი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაიკროფტ ჰოლმზი (მარკ გეტისი), შერლოკის ძმა.

ცნობილია, რომ დაგეგმილია სერიალის მეხუთე სეზონის გამოშვება.[3]

სერიალის მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონიეპიზოდი ეთერშისაშუალო რეიტინგი (მილიონები)
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერშიბრიტანეთიაშშ
1325 ივლისი, 2010 (2010-07-25)8 აგვისტო, 2010 (2010-08-08)არ არისარ არის
231 იანვარი, 2012 (2012-01-01)15 იანვარი, 2012 (2012-01-15)10.23[4]4.4[5]
331 იანვარი, 2014 (2014-01-01)12 იანვარი, 2014 (2014-01-12)11.82[6]6.6[5]
საზიზღარი პატარძალი1 იანვარი, 2016 (2016-01-01)11.64[7]3.4[8]
431 იანვარი, 2017 (2017-01-01)15 იანვარი, 2017 (2017-01-15)10.00[9]არ არის

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სერიალში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღი მაყურებელი
(მილიონი)
11„ალისფერი კვალი“პოლ მაკგიგენისტივენ მოფატი25 ივლისი, 2010 (2010-07-25)8.70 (ბრიტანეთი)[7]
უცნობია (აშშ)
პოლიცია იძიებს რამდენიმე ადამიანის სიკვდილს, რომლებმაც ერთი შეხედვით თავი მოიკლეს მომწამლავი აბების მიღებით. ისინი მიმართავენ მათ არაოფიციალურ კონსულტანტს, შერლოკ ჰოლმზს, რომელიც აღმოაჩენს რომ თვითმკვლელობების უკან სერიული მკვლელი იდგა. ამავდროულად საერთო ნაცნობი შერლოკ ჰოლმზს გააცნობს ჯონ უოტსონს და ისინი გადავლენ ბეიკერ სტრიტზე საცხოვრებლად, რომლის ბინის ქირაც უნდა გაიყონ. უოტსონი ნელ-ნელა გაიცნობს ჰოლმზს და მის ნდობასაც დაიწყებს, მიუხედავად პოლიციის ოფიცერის გაფრთხილებისა, რომ ის ფსიქოპათი იყო და ერთ დღეს მკვლელობასაც ჩაიდენდა. შერლოკის ძმა მაიკროფტი, თავისი ვინაობის გაუმჟღავნებლად, მოიტაცებს უოტსონს და შესთავაზებს, რომ უთვალთვალოს ჰოლმზს ფულის სანაცვლოდ, თუმცა უოტსონი უარს ეტყვის. შერლოკ ჰოლმზი გამოარკვევს, რომ სერიული მკვლელი ტაქსის მძღოლია. ის თავის მგზავრებთან ერთად რუსულ რულეტს თამაშობს ორი აბით, რომელთაგან ერთი მომწამვლელია, მეორე კი უვნებელი. იგივეს გაკეთებას ის ჰოლმზთან ერთადაც ცდის, თუმცა უოტსონი ესვრის მძღოლს. სიკვდილის წინ ის აღიარებს, რომ ჯეიმზ მორიარტმა დაგეგმა თვითმკვლელობები.
22„ბრმა ბანკირი“ევროს ლინისტივენ ტომპსონი1 აგვისტო, 2010 (2010-08-01)7.74 (ბრიტანეთი)[7]
უცნობია (აშშ)
ჰოლმზს დაიქირავებს ძველი მეგობარი ლონდონის ერთ-ერთ ბანკში შეჭრის გამოსაძიებლად. ის აღმოაჩენს, რომ კედელზე აღბეჭდილი სიმბოლოები სინამდვილეში ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის განკუთვნილი კოდირებული გზავნილია, რომელსაც ცოტა ხანში მკვდარს იპოვნიან საკუთარ ბინაში. მეორე დღეს ჟურნალისტს კლავენ და იმავე სიმბოლოებს პოულობენ ახალომახლო. ჰოლმზსა და უოტსონს კვალი ჩინურ კონტრაბანდულ წრეზე გაიყვანს, რომლებიც ცდილობენ გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის მიერ მოპარული ნივთის დაბრუნებას. ჰოლმზი გაშიფრავს კოდს, რომელიც წარმოადგენს ჩინურ ციფრებს, რომელთაგან თითოეული წიგნის გარკვეულ გვერდსა და წიტყვაზე მიუთითებს, თუმცა ამავდროულად ჩინელები უოტსონსა და მის მოგებარ გოგონას იტაცებენ. ჰოლმზი მათ გადაარჩენს თუმცა ბანდის ლიდერი გაიქცევა. ის უკავშირდება მეთაურს, რომლის ინიციალიცაა „მ“, რის შემდეგაც მას კლავს სნაიპერი.
33„დიდი თამაში“პოლ მაკგიგენიმარკ გეტისი8 აგვისტო, 2010 (2010-08-08)8.66 (ბრიტანეთი)[7]
უცნობია (აშშ)
შერლოკ ჰოლმზს დაიქირავებს მისი ძმა მაიკროფტი, რომ გამოიძიოს სახელმწიფო მოხელის საეჭვო სიკვდილი, რომელიც გასაიდუმლოებულ, ბრიუს-პარტინგტონის პროექტზე მუშაობდა. ჰოლმზი არ იღებს საქმეს და მას უოტსონს გადაულოცავს. ამავდროულად ჩნდება უცნობი კრიმინალი, რომელიც ჰოლმზს ვადებს უდებს სხვადასხვა საქმეთა ამოსახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლად აყვანილ მოქალაქეთა მოკვლით იმუქრება. ამოსახსნელ საქმეთა შორისაა 22 წლის წანანდელი საქმე დამხვრჩალი ბიჭზე, ბიზნესმენის გაუჩინარება, ტელეწამყვანის სიკვდილი და სამხატვრო გალერეის მცველის მკვლელობა. მათი ამოხსნის შემდეგ, შერლოკი ასევე ხსნის მაიკროფტის შემოთავაზებულ საქმეს. ეპიზოდის ბოლოს ჰოლმზი ხვდება კრიმილანს, ჯიმ მორიარტის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jones, Paul. Sherlock season 3 is most watched BBC drama series ever. Radio Times. ციტირების თარიღი: 30 May 2015.
  2. Sherlock in five languages. 23 February 2012. https://www.youtube.com/watch?v=jNzeuzYPiLc. წაკითხვის თარიღი: 30 May 2015.
  3. Denham, Jess. (9 January 2014) Sherlock writers plot fourth and fifth series. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 14 September 2016.
  4. Sherlock Returns. One8One (2013). ციტირების თარიღი: 22 February 2015.
  5. 5.0 5.1 Sundays on PBS Remain TV’s Top Destination for Drama. PBS (26 March 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2016.
  6. Sherlock Series 3 Ratings – Series Average. Radio Times (22 January 2014). ციტირების თარიღი: 31 January 2015.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Weekly Top 30 Programmes. Barb.co.uk. ციტირების თარიღი: 12 January 2014. (No permanent link available. Search for relevant dates.)
  8. Porter, Rick. (5 January 2017) ‘Sherlock’ returns slightly lower on PBS. TVByTheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 17 January 2017.
  9. Office, BBC Press. (24 January 2017) #Sherlock consolidated series average of 10 million viewerspic.twitter.com/bLnkFRTzuz.