შერვაშიძეების სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Lykhny palace ruins.jpg

შერვაშიძეების სასახლე — მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლიხნი.

სასახლე მდებარეობს უზარმაზარი მინდვრის ლიხნაშთას ნაპირზე. 1866 წლის 26 ივლისს აქ დაიწყო რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული აფხაზთა ანტიკოლონიური აჯანყება, რომლის ჩახშობისას, იმავე წლის აგვისტოში, ქუთაისის გუბერნატორმა, რუსეთის გენერალ-ლეიტენანტმა სვიატოპოლსკ-მირსკიმ სასახლე გადაწვა. შერვაშიძეების უზარმაზარი სასახლიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა.

თავდაპირველად სასახლე ორსართულიანი იყო და აგებული ყოფილა სხვადასხვა მასალით (კირქვა, ქვიშაქვა, აგური და სხვა). კედლების წყობაში რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა. ამასთანავე, უფრო ძველი XVI-XVII საუკუნეების - აგებულია კირქვის ფილებით. XIX საუკუნეში სასახლე გადაუკეთებიათ და მნიშვნელოვნად გაუფართოვებიათ.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. სასახლე მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.

შერვაშიძეების სასახლეს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ.,2015