შეპერდის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეპერდის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Shepherd Islands
ShepherdIslandsMap.png
შეპერდის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 16°48′S 168°30′E / 16.8° ს. გ. 168.5° ა. გ. / -16.8; 168.5
კუნძულთა რაოდენობა 8
მთავარი კუნძული ტონგოა
ფართობი 88 კმ²
უმაღლესი წერტილი 644 მ
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია შეფა
დემოგრაფია
მოსახლეობა 3618 (2009)
სიმჭიდროვე 41,114 ად. /კმ²

შეპერდის კუნძულები (ინგლ. Shepherd Islands) — კუნძულთა ჯგუფი ახალი ჰებრიდების არქიპელაგში ეპის და ეფატეს კუნძულებს შორის. შედის ვანუატუს რესპუბლიკის შეფას პროვინციის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში მდებარეობს ორი წყალქვეშა ვულკანი: კუვაე და მაკურა. კუნძულები მდებარეობს ამ ვულკანების კალდერის კონტურებში. ყველაზე მაღალი კუნძულია — ემაე (ზღვის დონიდან 644 მეტრზე). ტონგარიკის კუნძულის სიმაღლე ასევე აჭარბებს 500 მეტრს.

შეპერდის კუნძულების ჯგუფში შედიან შემდეგი კუნძულები: ბუნინგა, ლაიკა, მაკურა, მატასო, მონუმენტი, ტონგარიკი, ტონგოა, ემაე.

კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა[1],
ად. (2009 წელი)
უმაღლესი წერტილი კოორდინატები
1 ტონგოა 41,1 2300 487 16°54′03″ ს. გ. 168°33′18″ ა. გ. / 16.90083° ს. გ. 168.55500° ა. გ. / -16.90083; 168.55500
2 ლაიკა 0,9 - 16°57′27″ ს. გ. 168°34′39″ ა. გ. / 16.95750° ს. გ. 168.57750° ა. გ. / -16.95750; 168.57750
3 ტონგარიკი 4,7 267 17°00′20″ ს. გ. 168°37′39″ ა. გ. / 17.00556° ს. გ. 168.62750° ა. გ. / -17.00556; 168.62750
4 ბუნინგა 1,2 128 17°01′24″ ს. გ. 168°35′12″ ა. გ. / 17.02333° ს. გ. 168.58667° ა. გ. / -17.02333; 168.58667
5 ემაე 36,5 743 644 17°03′56″ ს. გ. 168°22′37″ ა. გ. / 17.06556° ს. გ. 168.37694° ა. გ. / -17.06556; 168.37694
6 მაკურა 2,1 106 17°08′09″ ს. გ. 168°26′13″ ა. გ. / 17.13583° ს. გ. 168.43694° ა. გ. / -17.13583; 168.43694
7 მატასო 1,5 74 17°15′16″ ს. გ. 168°25′38″ ა. გ. / 17.25444° ს. გ. 168.42722° ა. გ. / -17.25444; 168.42722
სულ 88 3618 16°59′17″ ს. გ. 168°27′35″ ა. გ. / 16.98806° ს. გ. 168.45972° ა. გ. / -16.98806; 168.45972

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეპერდის კუნძულების უმრავლესობა დასახლებულია მელანეზიელებით, როგორც ვანუატუს კუნძულების უმრავლესობა, მაგრამ ემაე ეკუთვნის პოლინეზიურ კულტურას. ემაეს კუნძულის გარდა, რომელზეც ლაპარაკობენ ფუტუნას ენაზე, შეპერდის კუნძულებზე, Ethnologue.com-ის თანახმად, არსებობს სამი ენა, რომელზეც საუბრობს სხვა კუნძულების მოსახლეობა: ჩრდილოეთ ეფატე, რომელიც გამოიყენება კუნძულებზე — ნგუნა და ტონგოა; ნამაკურა (კუნძულებზე: მატასო, მაკურა, ტონგოა და ტონგარიკი); და ლელეპა (კუნძული ლელეპა). ამ ენებზე ასევე საუბრობს კუნძულ ეფატეს მოსახლეობა. ისინი ახლო არიან ერთმანეთთან და ეფატეს სხვა ენებთან და ცენტრალურ ვანუატუსთან, რომლებიც შედიან ცენტრალური-ვანუატუს ენების ენობრივ ჯგუფში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-18.