შენგელი ფიცხელაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიცხელაური.

შენგელი ფიცხელაური (დ. 2 აგვისტო, 1946, ახშანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი) – ქართველი ძიუდოისტი, სამბისტი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

კარიერა საჯარო უწყებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

1976-1977 წლებში იყო ქალაქ თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი; 1977-1980 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 1980-1983 წლებში თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსია, ხოლო 1983-1985 წლებში შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსია. 1985-1991 წლებში თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსია, მომდევნო ექვსი წელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეა.

1997-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ხოლო 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).

2019 წლის 22 იანვრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, ხოლო ამავე წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს[1].

დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისს და „ღირსების ორდენით“2002 წელს[2]

სპორტული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენგელი ფიცხელაური არის 1973 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონი (1973, 1975; გუნდური). პირად ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მფლობელი 1971, 1973 და 1975 წლებში და III ადგილის მფლობელი 1974 წელს. სსრკ ჩემპიონი (1973, კიევი; 63 კგ), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1974, რიგა; 63 კგ). სამბოში სსრკ ჩემპიონი (1970, დუშანბე) და სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968, ლიპეცკი). სსრკ სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობასა (1964) და სამბოში (1965), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი სამბოსა (1970) და ძიუდოში (1978).

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო
ლიონი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატი 1975 -63 კგ 1st
ძიუდო
ლიონი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატი 1975 -63 კგ 2nd
ძიუდო
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1974 -63 კგ 3rd
ძიუდო
მადრიდი, ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1973 -63 კგ 1st
ძიუდო
მადრიდი, ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1973 -63 კგ 2nd
ძიუდო
გეტებორგი, შვედეთი
ევროპის ჩემპიონატი 1971 -63 კგ 3rd
ძიუდო
გეტებორგი, შვედეთი
ევროპის ჩემპიონატი 1971 -63 კგ 2nd
ძიუდო
ლოზანა, შვეიცარია
მსოფლიო ჩემპიონატი 1973 -63 კგ 3rd

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]