შემწვარი სოკო
იერსახე
შემწვარი სოკო ― კერძი, რომელიც მზადდება სოკოს მხოლოდ ზეთში ან ცომში შეწვით.[1] ხშირად უმატებენ დაფქულ ნიორს.
კანადაში, შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში და სხვა ქვეყნებში, კერძს ხშირად მიირთმევენ მადისაღმძვრელად (აპეტაიზერად) ან მთავარ კერძად, ხშირად რანჩის სოუსთან, ნივრიან მაიონეზთან ან ბარბექიუს სოუსთან ერთად. ზოგჯერ ცომს არომატისთვის სანელებლებს ურევენ. გაერთიანებულ სამეფოში ცომში შემწვარ სოკოს ზოგჯერ თევზისა და ჩიფსების მაღაზიებში ყიდიან.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Polish Heritage Cookery - Robert Strybel, Maria Strybel. p. 230.
- ↑ The History of Fish and Chips - National Dish of Britain en-GB. ციტირების თარიღი: 2022-09-23