შინაარსზე გადასვლა

შემწვარი რავიოლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემწვარი რავიოლი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი ამერიკის შეერთებული შტატები
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
მთავარი
ინგრედიენტები
რავიოლი და საფანელი

შემწვარი რავიოლი (ასევე ცნობილია,როგორც „T-ravs[1][2]) — რავიოლის შემწვარი ვარიაცია, რომელსაც ჩვეულებრივ აპეტაიზერად მიირთმევენ. მას ასევე ამზადებენ მაშინაც, როდესაც საწებლის დაგემოვნება სურთ რაიმე მსუბუქ კერძთან ერთად.[3] იგი შეიქმნა და პოპულარული გახდა მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში.

შემწვარი რავიოლის შესახებ არსებული ცნობების უმეტესობა სენტ-ლუისიდან, კერძოდ მისი იტალიურ-ამერიკული უბნიდან, ჰილიდან იღებს სათავეს. სავარაუდოდ, 1940-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთმა შეფ-მზარეულმა შემთხვევით რავიოლი საფანელში ჩააგდო, მალევე კი ახლად შექმნილი კერძი რესტორნის მენიუში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ უბნის ბევრი რესტორანი მის შექმნას საკუთარ მიღწევად მიიჩნევს,[4] ჩარლი გიტოს რესტორანი „On The Hill“ (მაშინ ცნობილი როგორც „Angelo's“) გახდა ის ადგილი, სადაც კერძმა პოპულარობა მოიპოვა.

არსებობს კიდევ ერთი თეორია. მამა კამპისისა და ლუი ოლდანის მტკიცების მიხედვით[5] ამბობენ, რომ ოლდანიმ კერძს „შემწვარი“ რავიოლი უწოდა, რადგან ფიქრობდა, რომ „შემწვარი“ უფრო მიმზიდველი სიტყვა იყო, ვიდრე მისი ადრინდელი სინონიმი.[6]

სენტ-ლუისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლომბარდოს რესტორანი ასევე აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სიცილიიდან შტატებში შემწვარი რავიოლი შემოიტანა; მის ამჟამინდელ მფლობელს, ტონი ლომბარდოს, მტკიცებულებად 1930-იანი წლების მენიუ მოჰყავს, რომელშიც შემწვარი რავიოლი შედის.[7][8]

  1. Who invented toasted ravioli? en-US (2015-11-20). ციტირების თარიღი: 19 September 2025
  2. Carlson, Kasey. (8 June 2022) St. Louis' first t-rav concept, STL Toasted, is now serving sweet and savory ravioli from City Foundry en. ციტირების თარიღი: 2022-12-14
  3. Post, Aaron Hutcherson Washington. (2021-10-27) Toasted ravioli is a cheesy, crispy party-time dipper en-US. ციტირების თარიღი: 2022-12-14
  4. Archived copy. ციტირების თარიღი: 2013-05-24
  5. Examining the mysterious past of St. Louis' toasted ravioli (Feb 25, 2018). ციტირების თარიღი: Aug 16, 2019.
  6. Delano, Patti (2006). Missouri. Globe Pequot, გვ. 12. ISBN 0-7627-4203-8. 
  7. Who Invented Toasted Ravioli? en-us (2015-11-20). ციტირების თარიღი: 2020-10-06
  8. These places have the best toasted ravioli en-US (26 March 2019). ციტირების თარიღი: 2020-10-06