შემქირის ციხესიმაგრე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შემქირის ციხესიმაგრე აზერ. Şəmkir qalası | |
---|---|
მდებარეობა | შემქირი, აზერბაიჯანი |
სტილი | არანის არქიტექტურული სკოლა |
თარიღდება | XVII საუკუნე |
შემქირის ციხესიმაგრე (აზერ. Şəmkir qalası) — ციხე აზერბაიჯანში
ციხესიმაგრე სავარაუდოდ აგებულია ანტიკურ ხანაში აბრეშუმის დიდი გზის გასწვრივ მდებარე ქალაქ შემქირის თავდასხმებისგან დაცვის მიზნით. ციხის ნანგრევები ამჟამინდელი შემქირის მახლობლად მდებარეობს. ციხესიმაგრე ასახულია XIII საუკუნის არაბი მოგზაურის იაგუთ ელ ჰამავის ნაწარმოებში „მუჯამალბულდანი“.
ბოლო დროს ნანგრევებში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებების შედეგად აქ აღმოაჩინეს აჰამენიდების სახელმწიფოს პერიოდს კუთვნილი სასახლე.
შემქირის რაიონის სოფელ მუხტარიაში მდებარე „შუა საუკუნეების ძველი ციხე-ქალაქი შემქირი“, რომელიც VI საუკუნეში დიდ ქალაქად იქცა, აღმოაჩინეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გათხრებების დროს. ქალაქის ნაშთები მოიცავს 30ჰა ტერიტორიას. მტრებისგან თავის დაღწევის მიზნით ციხეს ჰქონდა რვა კოშკი და ოთხი ჭიშკარი.
როგორც არის ცნობილი, სასახლე აიგო აჰამენიდების სახელმწიფოს პერიოდში. ძველი კედლების მშენებლობის დროს გამოყენებულია არანის არქიტექტურული სტილი. კედლები აგებულია წითელი აგურისგან, რომელიც იყო დამზადებული ამავე ტერიტორიაზე კუსტარული მეთოდით (კედლების სიმაღლე შვიდი, ხოლო სიგანე - დაახლოებით ორი მეტრია). დანარჩენი თეთრი ქვა და კენჭი მოგროვებულია შემქირის ტერიტორიასა და მდინარე შემქირში.
არქეოლოგიური გათხრებები უკვე შვიდი წელია გრძელდება. 2013 წლის პირველი მეოთხედის ბოლოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ძველი ადმინისტრაციული შენობა - „შეჰრისტანი“, წყალსადენი, გარშემო კი - ქალაქის სხვა ნაშთები. ექსპედიციის ხელმძღვანელის რაშიდ ბაშიროვის თქმით, წარსულში აბრეშუმის დიდი გზა ზუსტად ამ ტერიტორიაზე გადიოდა. ამას ადასტურებს დაახლოებით XI საუკუნის კუთვნილი ძველი ხიდიც.
არაბეთის, ბიზანტიის, ჰულაგუსა და ატაბეკების შემდეგ ტერიტორიას თავს დაესხა რუსეთი. გათხრებების დროს აღმოჩენილ იქნა რუსების მიერ აქ შექმნილი სამხედრო გარნიზონი, საცხოვრებელი სახლები და ფულადი ერთეულები.
ამჟამად ტერიტორიაზე გრძელდება გათხრებები დანარჩენი ნაშთების გამოვლენის მიზნით.