შემოქმედებითი წარმოსახვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შემოქმედებითი წარმოსახვა — სააზროვნო პროცესი, რომლის დროსაც გონებით მიზანმიმართულად ხდება სინამდვილის მაქსიმალურად თვალსაჩინო წარმოდგენა, მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს თვალები ღიაა თუ დახუჭული.[1][2] ადგილი აქვს უკვე განცდილი მხედველობითი აღქმის განმეორებას ანდა თავიდან შექმნას, იმისათვის რათა ცოტა ხნით შენარჩუნდეს, ამასობაში შემოწმდეს და საბოლოოდ გარდაიქმნას ასეთი წარმოსახვითი სიტუაციები, შემდგომში მათთან დაკავშირებული ემოციების და განცდების ცვლილებისთვის. ყველაფერი ამის მიზანი მხოლოდ ერთი რამ არის: ადამიანმა მიაღწიოს მისთვის ხელსაყრელ თანმდევ სხეულებრივ, სულიერ და საზოგადოებრივ წარმატებას, მაგალითად, როგორიცაა სხეულის ჭრილობების შეხორცების დაჩქარება, ფიზიკური ტკივილის შესუსტება, სულიერი ტანჯვის – შფოთის, მწუხარების შემსუბუქება და უგუნებობის გამოსწორება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვებთან ურთიერთობისას წარმოშობილ სირთულეებთან გამკლავების უნარის გაძლიერება. 

ხილული და უხილავი გონებრივი ხატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა ხილული ხატებისა, გონებას უნარი აქვს სხვა სახის გონებრივი თვალსაჩინოებაც შექმნას შეგრძნებების ყველა არსებული სახესხვაობის აღქმის განმეორებისა ან ხელახალი განცდისათვის, მაგალითისთვის, როგორიცაა ბგერების სმენითი, გემოთა, სუნთა, მოძრაობათა მოტორული ხატები, და შეხებათა განცდა; ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ტემპერატურის, წნევის და მასალის რაობის შეგრძნებას.

საერთოდ, შემოქმედებითი წარმოსახვის ცნება შეგრძნების ყველა მოდალობის წარმოდგენის უნარს აერთიანებს, მაგრამ უფრო კონკრეტულად და სიტყვასიტყვით მაინც იმ პროცესს აღწერს, რომლითაც ადამიანი თვალსაჩინო, ერთთავად ხილვის მსგავსს სურათებს ქმნის თავის გონებაში და განიხილავს.

არსებითი თუ გარეგნული მახასიათებლებით შემოქმედებითი წარმოსახვა მჭიდროდაა დაკავშირებული ე.წ. 'მართვად წარმოდგენასთან' და უმეტესწილად, ამ მეთოდის შემადგენელ ნაწილადაც კი აღიქმება. კერძოდ, 'მართვადი წარმოდგენის' საშუალებით საგანგებოდ ამისათვის მომზადებული სპეციალისტი ან მასწავლებლი ეხმარება სესიის მონაწილეს ან პაციენტს აღძრას და შექმნას მხედველობის, ბგერების, მოძრაობების, გემოთა, სუნთა, შეხებათა თვალსაჩინო ხატები გონებაში მათი შეგრძნებითი აღქმის განმეორებისა და თავიდან წარმოებისათვის, ისევე როგორც წარმოსახვითი ან გონებრივი შინაარსები, რომლებსაც მონაწილე პირები განიცდიან მათი შეგრძნების დამთრგუნველ კატეგორიებად.

როგორც ყოფაცხოვრებაში, ისე კონტროლირებად ექპერიმენტებში თუ 'მართვად წარმოდგენაში' მონაწილეობისას, ადამიანები გონებაში ყველაზე ხშირად თვალსაჩინო და სმენით ხატებს ხედავენ, ხოლო სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე მეტად ხილვასავით მკაფიო წარმოდგენით სურათებს იკვლევენ და აღრიცხავენ.

მახასიათებელი ნიშანია, რომ გონების მიერ შექმნილი ყველა ხატება, შემოწმედებითი წარმოსახვის მიერ ნაწარმოები თვალსაჩინოებების ჩათვლით, ყოველთვის აღიქმება რა კონკრეტულ ემოციებსა თუ განცდებთან ერთად, წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანში.

სამკურნალო გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოწმედებითი წარმოსახვა სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება არასასურველი ემოციური ფონის შეცვლისთვის; მისი საშუალებით პაციენტი იძენს უნარს ძალდაუტანებლად გადახედოს თავის შეხედულებებს, გონების მიერ ოდესღაც შექმნილი წარმოდგენას გარკვეულ მტკივნეულ საკითხზე და საკუთარი ნებით შეცვალოს იგი. მაგალითად, ეხმარება პაცინეტს ფიზიკური ტკივილის გაზვიადებული აღქმა შეიმსუბუქოს, დაიცხროს გამწვავებული სულიერი წუხილი, აღიდგონოს ძალები, გადაამოწმოს წარსულში გადატანილი ტრავმების მომნუსხველი ძალის დასაბუთებულობა, ან პირიქით გაამწვავოს შემაწუხებელი გაცდები როგორიცაა სასოწარკვეთა და შფოთი, იმავე მიზნით. საბოლოოდ, ყველაფერი ამის ჩანაცვლებააა შესაძლებელი ხატით, რომელიც ხაზს უსვამს და ღრმად აღბეჭდავს გონებაში ფიზიკურ კომფორტს, საღ აზრს და ემოციური გაწონასწორებულობა–უდვრტვინველობას. ეს პროცესი შესაძლოა წახალისებულ იქნეს უშუალოდ პრაქტიკოსის ან მასწავლებლის მიერ ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპიისას. დამატებითი საშუალებების სახით, სახელმძღვანელოდ, მომსახურების მიმღებებმა შესაძლოა გამოიყენონ აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, ან ორივე ერთად გახმოვანებული მითითებებით, რომლებსაც თან ახლავს მუსიკა ან ბგერები.

მიუხედავად იმისა, უშუალოდ დამრიგებლის მიერაა გაცემული თუ რაიმე მედიის საშუალებით, სიტყვიერი მითითებები ხშირად შესდგება წინასწარ მოფიქრებული მოწოდებებისაგან, რომელიც გამიზნულია მომხმარებლის ყურადღება მიმართოს განგებ გენერირებულ ხილვად გონებრივ ხატებზე. მათ შედეგად მოსდევს დადებითი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პასუხის წარმოქმნა, რომელიც მოიცავს მომატებულ გონებრივ თუ ფიზიკურ განტვირთვას და შემცირებულ გონებრივ თუ ფიზიკურ სტრესს.

შემოქმედებითი წარმოსახვის ეტაპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოსახვის ექპერიმენტული ფსიქოლოგიიდან ნაწარმოები თეორიის მიხედვით, შემოქმედებითი წარმოსახვის პროცესი 4 ეტაპისაგან შესდგება:

ეტაპი 1 არის ხატის შექმნა. ეს მოიცავს გონებრივი ხატის შექმნას მეხსიერების, ფანტაზიის, ან ორივეს კომბინაციის გამოყენებით.

ეტაპი 2 არის ხატის შენარჩუნება. ეს მოიცავს ხატის განგებ შენარჩუნებას, რომელიც გარეშეც გონებრივი სურათი უცებ გაქრება და არ გაჩერდება საკმარისად დიდ ხანს იმისათვის რომ მას სხვა სურათი მოჰყვეს.

ეტაპი 3 არის ხატის კვლევა. ამ ეტაპზე, უკვე წარმოქმნილ და შენარჩუნებულ ხატს ვიკვლევთ და ვსწავლობთ, დეტალებში განვიხილავთ და განვმარტავთ მომხმარებელთან მიმართებით. ეს მოიცავს თვალიერების პროცესს, რომლითაც მონაწილე მიმართავს ყურადღებას ხატისადმი, მის ირგვლივ, ნიადაგს ამზადებს რა მომავალში მისი აღქმის ცვლილებისთვის.

ეტაპი 4 ხატის გადასხვაფერება. ამ ეტაპზე მონაწილე ასხვაფერებს, ცვლის და ანაცვლებს წარმოქმნილი გონებრივი ხატის შინაარსს, იმ მიმართულებით, რომ ჩაანაცვლოს უარყოფითი გრძნობების აღმძვრელი, ტანჯვის მომგვრელი და ფსიქოლოგიური ტკივილის გამამაწვავებელი ხატები, ან აღიდგინოს ძალები იმ ხატებით, რომლებიც დადებით ემოციას აღძრავენ, დამოუკიდებლობას გვთავაზობენ, გამკლავების უნარს გვძენენ და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ხარისხს ამაღლებენ.

გათავისება და ყურადღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის, რომ მონაწილემ სარგებელი ნახოს შემოქმედებითი წარმოსახვის პროცესით, მას უნარი უნდა გააჩნდეს ან მოწადინებული იყოს გაითავისოს იგი, რაშიც მოიაზრება ღიაობა ასათვისებლად და გამოცდილებების თვით-შეცვლისათვის.

დამატებით, ხილული სურათების ანალიზის პროცესი მოითხოვს კოგნიტურ ყურაღდების საკმაოდ დიდ რესურსებს, სამუშაო მეხსიერების ჩათვლით.

შედეგად, კლინიკურ პრაქტიკაში, შემოქმედებითი წარმოსახვა ხშირად გამოიყენება როგორც მრავალ-მოდალური სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ხშირად აერთიანებს სხვა ჩარევებსაც, ყველაზე მეტად მართვად მედიტაციას ან მედიტაციური მოძრაობათა კრებულის სხვა ფორმებს, განტვირთვის ტექნიკებს, მედიტაციურ მუსიკასა ან მუსიკათერაპიას, რადგან ეს მეთოდები ზრდიან მონაწილეთა და პაციენტთა შესაძლებლობასა და მგრძნობელობას ათვისებისადმი, აძლიერებენ ყურადღების კონტროლს, საჭირო კოგნიტური მარაგების აღდგენას და ამით ზრდიან შემოქმედებითი წარმოსახვის პოტენციურ შედეგიანობას.

შემოქმედებითი წარმოსახვა და მართვადი წარმოდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არსებობს უტყუარი მონაცემები ადამიანების მიერ ხილვადი და სმენითი გონებრივი სურათების ყველაზე ხშირად განცდისა, სამეცნიერო ლიტერატურაში ხილული სურათების ყველაზე ფართოდ კვლევისა და აღრიცხვისა, ტერმინი შემოქმედებითი წარმოსახვა მაინც გაცილებით ნაკლებად გამოიყენება სამეცნიერო, სასწავლო და კვლევით პუბლიკაციებში, ვიდრე ცნება 'მართვადი წარმოდგენა'. მას კვლევის ავტორები იყენებენ როგორც გონებრივი სურათების წარმოქმნის, შენარჩუნების, გამოკვლევის და გარდასახვის აღსაწერად ყველა მოდალობასთან მიმართებით, ისევე ექსკლუზიურად და სპეციალურად ხილული წარმოდგენის განხორციელებისთვის. ზოგიერთი ავტორი ამავდროულად იყენებს ცნებას შემოქმედებითი წარმოსახვა ჩანაცვლებითად მართვად წარმოდგენასთან. სხვები ახსენებენ მართვად წარმოდგენას ისე, თითქოს სურთ, ხაზი გაუსვან, რომ ის მოიცავს შემოქმედებით წარმოსახვას.

დამატებით, კვლევითი, კლინიკური, სამეცნიერო და აკადემიური ავტორები ხშირად ზომავენ, ანალიზირებენ და განიხილავენ ორივეს, შემოქმედებითი წარმოსახვის და მართვადი წარმოდგენის შედეგებს ერთობლივად და განუცალკევებლად სხვა ჩარევებისგან, რომლებთანაც, როგორც წესი, ასოცირდება მედიტაციური მუსიკა, აღქმადი მუსიკა თერაპია, განტვირთვა, მართვადი მედიტაცია ან მედიტაციური მოძრაობები, თვით–ასახვადი დღიურის ან ჟურნალის წარმოება. ამ გაერთიანებით, ხშირად ძნელია შედეგები მივაწეროთ კონკრეტული ტექნიკის დადებით და უარყოფით მხარეებს. 

შედეგიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედებითი წარმოსახვა შეიძლება დაეხმაროს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს თავი უკეთ იგრძნონ, მაგრამ ჯერ არ არის სამედიცინო მტიცებულება, რომ გავლენა აქვს თვითონ ავადმოყოფობაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Isaac, A. R., and Marks, D. F. (1994). Individual differences in mental imagery experience: Developmental changes and specialization. British Journal of Psychology, Vol. 85, 1994, pp479–500.
  2. McKelvie, S. J. (1995). The VVIQ as a psychometric test of individual differences in visual imagery vividness: A critical quantitative review and plea for direction. Journal of Mental Imagery, Vol. 19, Nos. 3-4,1995, pp1–106.