შემოსაბრუნებელი წრე

შემოსაბრუნებელი წრე — მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა შემობრუნდეს სატრანსპორტო საშუალება შეზღუდულ სივრცეში ერთი წერტილის გარშემო ამ საშუალების მონაწილეობის გარეშე. ყველაზე უფრო ხშირად გამოიყენება რკინიგზის ტრანსპორტზე.
რკინიგზის შემოსაბრუნებელი წრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ტიპის შემოსაბრუნებელი წრე წარმოადგენს სპეციალურ ლითონის წამწეს (ფერმას), რომელსაც აქვს რკინიგზის ლიანდაგი, რომელზეც შედის ლოკომოტივი ან მოძრავი შემადგენლობის სხვა ერთეული. შემოსაბრუნებელი წრის წამწე შეიძლება იყოს ქვედა სვლით ან ზედა სვლით. განასხვავებენ შემოსაბრუნებელი წრის ორ ტიპს: დაბალანსებული ტიპი და დაუბალანსებული ტიპი. დაბალანსებული შემოსაბრუნებელი წრე ცენტრში ეყრდნობა სპეციალურ საყრდენს, ასეთი შემოსაბრუნებელი წრე ითხოვს მოძრავი შემადგენლობის ზუსტ განლაგებას. დაუბალანსებული შემოსაბრუნებელი წრე ეყრდნობა ბორბლებს, რომლებიც მდებარეობენ წამწის ბოლოებში (ამ ბორბლებისთვის იგება განსაკუთრებული რკინიგზის ლიანდაგი).
თავდაპირველად, XIX საუკუნის ბოლოში და XX საუკუნის დასაწყისში შემოსაბრუნებელი წრეები ბრუნავდნენ ხელით, ბერკეტების საშუალებით. დღეისათვის შემოსაბრუნებელი წრეები ბრუნვაში მოდიან ელექტრო გადამყვანი მექანიზმით. თანამედროვეობაში რკინიგზის შემოსაბრუნებელი წრე უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს მარაოსებური დეპოს ატრიბუტს. შემოსაბრუნებელი წრის დახმარებით შესაძლებელია მობრუნდეს 180°-ით ან ასეთ დეპოში დადგეს საჭირო ლიანდაგზე მოძრავი შემადგენლობის ერთეული, ჩვეულებრივ ლოკომოტივი, იშვიათად ვაგონი ან ავტომოტრისა.[1] ზოგიერთ შემთხვევაში დეპოში გამოიყენება შემოსაბრუნებელი სამკუთხედი.
ფოტოგრაფიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შემოსაბრუნებელი წრე ხელის გადამყვანი მექანიზმით
- ორთქლმავალი შემოსაბრუნებელ წრეზე
- ელმავალი ДС3-013 კიევის დეპოს შემოსაბრუნებელ წრეზე
- სადგურ პერმი II-ის დეპო
- შემოსაბრუნებელი წრე სადგურ ეკატერინბურგი-სამგზავროში
- შემოსაბრუნებელი წრე
საავტომობილო შემოსაბრუნებელი წრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოსაბრუნებელი წრე ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს საავტომობილე ტრანსპორტშიც. საავტობუსე შემოსაბრუნებელი წრე გამოიყენება რეისული ავტობუსების შემოსაბრუნებლად ან მოსახვევად ვიწრო ადგილებში, მაგალითად, მჭიდრო დასახლებაში, მთიან ადგილებში. შემოსაბრუნებელი წრე მსუბუქი ავტომობილებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს მათი ტექნიკური დათვალიერების პუნქტებში და მათ ქვიათ შემოსაბრუნებელი ბაქანი. ავტომობილები გამოფენაზე შეიძლება განლაგდნენ შემოსაბრუნებელ პოდიუმზე.
ცნება „შემოსაბრუნებელი წრე“ ასევე შეიძლება მიეკუთნოს უფრო კომპაქტურ მოწყობილობებს, რომელიც მიეკუთვნება საავტომობილო ინდუსტრიას. არსებობენ შემოსაბრუნებელი წრე დაშლა-ბორბლების გასწორებისთვის და ავტომობილების მისაბმელების და ნახევარმისაბმელების შემოსაბრუნებელი წრეები (ГОСТ 13915-68).[2]
ფოტოგრაფიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შემოსაბრუნებელი წრე მსუბუქი ავტომობილისთვის
- შემოსაბრუნებელი წრე ავტობუსისთვის
- შემოსაბრუნებელი წრე ტროლეიბუსისთვის
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.gudok.ru/newspaper/?ID=717723 დაარქივებული 2019-11-12 საიტზე Wayback Machine. — Гудок (газета)
- ↑ Скачать ГОСТ 13915-68 Круги поворотные автомобильных прицепов и полуприцепов. ციტირების თარიღი: 2019-07-13
