შემახის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემახის ციხე
მდებარეობა შემახა, აზერბაიჯანი
თარიღდება 1045

შემახის ციხე (აზერ. Şamaxı qalası) — ციხესიმაგრე აზერბაიჯანის ქალაქ შემახაში. იგი ააგეს ქალაქის თავდაცვის მიზნით შუა საუკუნეებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI-XII საუკუნეებში ქალაქმა ეკონომიკური და კულტურული პროგრესი განიცადა. ამ ეკონომიკურმა და კულტურულმა პროგრესმა საშუალება მისცა ქალაქს გადაეკეთებინა და გაუმჯობესებინა გარკვეული რიგი თავდაცვითი ნაგებობები. 1045 წელს შირვანშაჰ გუბადის მიერ (1043-1049 წწ.) წლებში აღიმართა ახალი თეთრი ქვის კედელი რკინის კარით.[1]

სსრკ-ის დროს არქეოლოგებმა გათხრების დროს აღმოაჩინეს კედელი, რომელიც აშენებული იყო შირვანშაჰ გუბადის მიერ შემახაში.

მეორე შიდაციხე გიულისტანი აღადგინეს XII საუკუნეში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Джидди Г. А. Средневековый город Шемахы (IX—XVII века). Элм. 1981. 174