შემარ მური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შემარ მური

მური 1995 წელს.
დაბადების სახელი შემარ ფრენკლინ მური
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1970 (1970-04-20) (53 წლის)
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი სანტა-კლარას უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994-დღემდე

შემარ ფრენკლინ მური (დ. 20 აპრილი, 1970) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. 1994 წლიდან 2005 წლამდე, მალკოლმ უინტერსის როლს თამაშობდა „ახალგაზრდა და მოუსვენარში“, 2005 წლიდან 2016 წლამდე დეტექტიურ ტელესერიალში, „კრიმინალურ აზროვნებაში“ ასრულებდა დერეკ მორგანის როლს. 1999 წლიდან 2003 წლამდე მასპინძლობდა ამერიკულ სატელევიზიო პროგრამა „Soul Train“-ს. 20022003 წლებში ამერიკულ სამეცნიერო ფანტასტიკურ ტელესერიალ „მტაცებელ ფრინველებში“ რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. 2017 წელს ტელესერიალ „S.W.A.T“-ში თამაშობდა მთავარ როლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]