შელანის ტბა
იერსახე
შელანის ტბა | |
---|---|
შელანის ტბა | |
კოორდინატები: 47°50′28″ ჩ. გ. 120°02′47″ დ. გ. / 47.84111° ჩ. გ. 120.04639° დ. გ. | |
მდებარეობა | აშშ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 335 მ |
ფართობი | 135 კმ² |
საშუალო სიღრმე | 144 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 453 მ |
ჩამდინარე მდინარეები | სტეჰეკინი |
გამომდინარე მდინარე | შელანი |
შელანი (ინგლ. Lake Chelan) — ტბა აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში. მდებარეობს კასკადოვან მთებში, ზღვის დონიდან 335 მ სიმაღლეზე. ფართობი 135 კმ², საშუალო სიღრმე 144 მ, მაქსიმალური სიღრმე 453 მ. წარმოადგენს ვაშინგტონის შტატის უდიდეს ბუნებრივი წარმოშობის ტბას. აშშ-ის ტბებს შორის შელანი მაქსიმალური სიღრმით მესამე ადგილზეა. ტბიდან გამოედინება მდინარე შელანი, ერთვის მდინარე სტეჰეკინი. პოპულარული ტურისტული ობიექტია. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზეა ქალაქი შელანი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში — ქალაქი სტეჰეკინი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შელანის ტბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)