შინაარსზე გადასვლა

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება — ინდივიდების უფლება, მშვიდობიანად შეიკრიბონ და კოლექტიურად გამოხატონ, გაავრცელონ და დაიცვან საკუთარი იდეები და გააჟღერონ მოთხოვნები.[1]

შეკრების თავისუფლება ადამიანებს საშუალებას აძლევს შეიკრიბონ ჯგუფებად, რათა იმოქმედონ კოორდინირებულად და მიზანმიმართულად, მაგალითად, ჩაატარონ მსვლელობა, საპროტესტო აქტივობა ან დემონსტრაცია.

გაერთიანების თავისუფლება საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს შეუერთდეს ჯგუფს ან ორგანიზაციას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს პროფკავშირი, პროფესიული ასოციაცია ან სხვა ტიპის ორგანიზაცია. პროფკავშირების შექმნის უფლება გაერთიანების თავისუფლების შემადგენელი ნაწილია და არ არის სპეციალური და დამოუკიდებელი უფლება.

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება აღიარებულია როგორც ადამიანის უფლება, პოლიტიკური უფლება და სამოქალაქო თავისუფლება.

უფლების საერთაშორისო აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის - მე-20 მუხლში ვკითხულობთ:

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლება. არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე გაერთიანებაში.

ეს თავისუფლება მოგვიანებით აღიარა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულმა კონვენციებმა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო ცალკე კონვენცია, რომელიც მოიცავს გაერთიანების თავისუფლების სხვადასხვა ასპექტს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა შეკრების უფლების მნიშვნელობას და აღნიშნა:

[ის] თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან იცავს ადამიანების უნარს გამოიყენონ ინდივიდუალური ავტონომია სხვებთან სოლიდარობით. სხვა მონათესავე უფლებებთან ერთად, ის ასევე წარმოადგენს მონაწილეობითი მმართველობის სისტემის საფუძველს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და პლურალიზმზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Jeremy McBride, Freedom of Association, in The Essentials of... Human Rights, Hodder Arnold, London, 2005, pp. 18–20