შეკის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შეკის დრამატული თეატრი
Şəki Dövlət Dram Teatrı
Shaki Dramatic Theater.JPG
თეატრის შენობა 2015 წელს
მდებარეობა შეკი, აზერბაიჯანი
თარიღდება 2015

საბიტ რახმანის სახელობის შეკი სახელმწიფო დრამატული თეატრი (აზერ. Sabit Rəhman adına Şəki Dövlət Dram Teatrı) — აზერბაიჯანის ქალაქ შეკში მოქმედი თეატრი.

თეატრის წარმოშობა შეკში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის 70-იან წლებში ადგილობრივი ინტელიგენცია საქველმოქმედო მიზნებით ამზადებდა სპექტაკლებს მირზა ფათალი ახუნდოვის, ნაჯაფ-ბექ ვეზიროვის, აბდურაჰიმ ჰაგვერდიევის, ნარიმან ნარიმანოვის, რაშიდ-ბექ ეფენდიევის, ნამიქ ქემალისა და სხვათა ნაწარმოებების მიხედვით.[1]

1933-1950 წლებში შეკში მცირე წყვეტების მიუხედავად, მაინც ფუნქციონირებდა მირზა ალეკპერ საბირას[2] სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.[1] დიდი სამამულო ომის მიმდინარეობისას, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, თეატრი რაღაც პერიოდი დაკეტილი იყო.[2] 1959-დან 1975 წლამდე ქალაქში ფუნციონირებდა სახალხო თეატრი.[1]

დრამატული თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს შეიქმნა შეკის დრამატული თეატრი. 1976 წელს შესდგა თეატრის გახსნა ი. ჯოშკუნის დადგმული სამედ ვურღუნის ნაწარმოებით «კომკავშირული პოემა».[1]

სპექტაკლებისათვის «ოსტატები» (1978, ს. სტოიანოვი), «ვეფხვი და გიენა» (1979, შანდორ პეტეფი), «არტურ უინის კარიერა» (1981, ბერტოლტ ბრეხტი) შეკის დრამატულ თეატრს მიენიჭა სსრკ-ში ჩატარებული ბულგარეთის, უნგრეთის და გდრ-ის დრამატული ხელოვნების ფესტივალის დიპლომი. 1984 წელს თეატრი გასტროლებზე იყო მოსკოვში.[1] 1986 წელს თეატრის დასში იყვნენ რ. იუნუსოვი, ი. ალიევი, ა. ალიბლაევი, ფარმან აბდულაევი, ა. რაგიმოვი, ნ. ჯაფაროვი, ს. სამედოვი, ხანლარ გაშიმზადე, შ. ბაბაევა, მ. ამიროვა და სხვ.[1] 1985 წლამდე თეატრის მთავარი რეჟისორი იყო ჰუსეინაღა ათაკიშიევი. 1985 წელს რეჟისორი გახდა ჯახანგირ ნოვრუზოვი.[1] თეატრი გასტროლებზე იყო ბერლინში, სოფიაში, ბუხარესტში, ბუდაპეშტში, პრაღაში.[2] 1990-იან წლებში თეატრმა გადაიტანა მძიმე წლები, რაც ფინანსური პრობლემების წარმოქმნასთან იყო დაკავშირებული.[2] 2012 წელს თეატრმა ჟანა ბატისტა მოლერის სპექტაკლით «გაბრიყვებული ქმარი» მონაწილეობა მიიღო თურქულენოვან ხალხთა თეატრალურ ფესტივალზე თურქეთის ქალაქ კონიაში, სადაც მას ორი სპეციალური ჯილდო გადაეცა. ყოველწლიურად თეატრი გასტროლებზე გადის ბაქოში.[2]

თეატრის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი თეატრის შენობამ ფუნქციონირება დაიწყო 1973 წელს, როგორც მეაბრეშუმეების კულტურის სასახლემ. 1975 წელს ის გადავიდა თეატრის კოლექტივის განკარგულებაში. დიდი ხნის განმავლობაში თეატრის შენობას კაპიტალური რემონტი არ უტარდებოდა. 2011 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა შეკის განვითარების განკარგულებას, რის შესაბამისადაც 2012 წლის მარტში დაიწყო ამ სამსართულიანი შენობის კაპიტალური გარემონტება.[3] 2013 წლის აგვისტოში თავად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაეცნო შენობის კაპიტალურად გარემონტების შედეგებს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Шәки драм театры / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987. — Т. X. — С. 500-501.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Xəyalə Rəis. Интервью с директором театра Хикметом Набили.. (30.03.2013) Teatr təmirdədir deyə qapımı bağlayıb evimdə oturmamışam az. kaspi.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-27.
  3. 3.0 3.1 Ильхам Алиев ознакомился с ходом капитального ремонта и реконструкции здания Шекинского государственного драматического театра имени Сабита Рахмана. president.az (14.08.2013).