შეიხ ჰეიდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეიხ ჰეიდარი
აზერ. Şeyx Heydər
სეფევიეს ორდენის მე–6 შეიხი
მმართ. დასაწყისი: 1460
მმართ. დასასრული: 1488
წინამორბედი: შეიხ ჯუნეიდი
მემკვიდრე: შეიხ ალი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1459
დაბ. ადგილი: დიარბაქირი
გარდ. თარიღი: 9 ივნისი, 1488
მეუღლე: ჰალიმა ბეგუმი
დესპინე ხათუნი
შვილები: შეიხ ალი
ისმაილ I
იბრაჰიმ მირზა
სეიიდ სულეიმან მირზა
სეიიდ დავუდ მირზა
სეიიდ მაჰმუდ მირზა
სეიიდ ჰასან მირზა
ფატმა სულთან ბეგუმი
დინასტია: სეფიანები
მამა: შეიხ ჯუნეიდი
დედა: ჰატიჯე ბეგუმი
(უზუნ-ჰასანის და)
რელიგია: შიიტური ისლამი

შეიხ ჰეიდარი (სპარს. شیخ حیدر; დ. 1459 — გ. 9 ივლისი, 1488) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1460–1488 წლებში. შეიხის ტიტული მიიღო 1 წლის ასაკში, მამამისის, შეიხ ჯუნეიდის მკვლელობის შემდეგ. გაიზარდა არდებილში.

ჰეიდარმა 1476 წელს ცოლად შეირთო უზუნ-ჰასანის ქალიშვილი- მართა, რომელთანაც შეეძინა შეიხ ალი, იბრაჰიმ მირზა და ირანის მომავალი შაჰი, ისმაილ I.

გამუდმებით ებრძოდა შირვან-შაჰს, ფარუხიასარს. 1478 წელს ალყა შემოარტყა შემახას, თუმცა ვერ აიღო, 1479–1484 წლებში 5-ჯერ უშედეგოდ გაილაშქრა ბაქოზე. ავტორიტეტით სარგებლობდა შიიტ მუსლიმებში, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა თურქმენ ყიზილბაშებთან. მისი ბრძანებით 1480–1482 წლებში შიიტები რამდენიმეჯერ შეესივნენ კახეთს.

1488 წელს ტყვედ ჩაუვარდა ფარუხიასარს, რომელმაც ჰეიდარს თავი საკუთარი ხელით მოკვეთა.

მის შემდეგ სეფევიეს ორდენის შეიხად აირჩიეს მისი უფროსი ვაჟი, შეიხ ალი. ჰეიდარის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ, 1499 მისი უმცროსი შვილი, 12 წლის ისმაილი სასტიკად გაუსწორდა შირვანის შაჰს, ფარუხიასარს, დაიპყრო შირვანი. ხოლო 1501 წელს აყ-ყოინლუს ბატონობის დამხობის შემდეგ თავი ირანის შაჰინშაჰად გამოაცხადა და დააფუძნა ერთ-ერთი უძლიერესი სპარსული სახელმწიფო – სეფიანთა იმპერია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Islam without Allah?, By Colin Turner, pg.63
  • Persia, By Brigadier- Sir Percy Sykes, pg.72
  • Safavid Iran, By Andrew J. Newman, pg.129
  • Don Juan of Persia - A Shi-Ah Catholic 1560-1604, By & Brothers Harper & Brothers, Harper Brothers Staff, &. Brothers Harper &. Brothers, pg.107
  • A History of Persia, By Percy Molesworth Sykes, pg.241
შეიხ ჰეიდარი
წინამორბედი:
შეიხ ჯუნეიდი
სეფევიეს ორდენის შეიხი
1460–1488
შემდეგი:
შეიხ ალი