შეიხ ჯუნეიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეიხ ჯუნეიდი
აზერ. şeyx cüneyd
სეფევიეს ორდენის მე–5 შეიხი
მმართ. დასაწყისი: 1447
მმართ. დასასრული: 1460 (13 წელი)
წინამორბედი: შეიხ იბრაჰიმ-შაჰი
მემკვიდრე: შეიხ ჰეიდარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1429
გარდ. თარიღი: 1460 (31 წლის)
მეუღლე: ჰატიჯე ბეგუმი (უზუნ-ჰასანის და)
შვილები: შეიხ ჰეიდარი, ჰაჯი მუჰამედ სეფიანი
დინასტია: სეფიანები
მამა: შეიხ იბრაჰიმ-შაჰი
რელიგია: ისლამი

შეიხ ჯუნეიდი (სპარს. شیخ جنید; დ. 1429 — გ. 1460) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1447-1460 წლებში, შეიხ იბრაჰიმ-შაჰის ვაჟი, ისმაილ I-ის პაპა. შეიხის ტიტული მიიღო 1447 წელს, 18 წლის ასაკში.

ჯუნეიდის დროს სეფევიეს ორდენი სუფიზმის განშტოებიდან მილიტარისტულ ქალაქ-სახელმწიფოდ იქცა, რომლის ტერიტორია მხოლოდ ქ. არდებილსა და მის შემოგარენს მოიცავდა.

შეიხ ჯუნეიდმა მმართველობის დასაწყისში გაილაშქრა შავბატკნიანთა წინააღმდეგ, რის გამოც ყარა-ყოინლუს ბელადმა, ჯეჰან-შაჰმა, ის ანატოლიაში გააძევა. ანატოლიაში ყოფნის დროს ჯუნეიდმა თავის მხლებლებთან ერთად დაიწყო შიიზმის გავრცელება, მალევე შემოიკრიბა თურქმენები და ერთიანი შიიტურ-ისლამური სახელმწიფოს შექმნის დევიზით, 3,000 მეომრით დაიძრა თავრიზისკენ. თუმცა ჯეჰან-შაჰმა მისი დამარცხება მარტივად მოახერხა. 1456 წელს ჯუნეიდი შავბატკნიანთა მთავარი მტრის, უზუნ-ჰასანის კარზე აღმოჩნდა. თეთრბატკნიანთა ბელადმა მას თავისი და, ჰატიჯე ბეგუმი მიათხოვა.

ამის შემდეგ ჯუნეიდი უზუნ-ჰასანის დავალებით შირვანში გადავიდა, სადაც დაუპირისპიდა შირვან-შაჰს, ფარუხიასარს. 1460 წელს ის აყ-ყოინლუსა და შირვანს შორის გამართულ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. დაკრძალეს ხაზრაში. მის შემდეგ სეფევიეს ორდენის ნომინალური შეიხი გახდა მისი 1 წლის ვაჟი - შეიხ ჰეიდარი, რომელიც ასევე ფარუხიასართან დაპირისპირებას შეეწირა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიხ ჯუნეიდი
წინამორბედი:
შეიხ იბრაჰიმ-შაჰი
სეფევიეს ორდენის შეიხი
1447-1460
შემდეგი:
შეიხ ჰეიდარი