შეიხ ხოჯა ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შეიხ ხოჯა ალი (სპარს. شیخ علی خواجه; დ. 1369 — გ. 1429) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1391-1424 წლებში, შეიხ სადრ ალ-დინ მუსას ვაჟი, შეიხ სეფი-ედ-დინის შვილიშვილი. შეიხის ტიტული მიიღო 1391 წელს.

მას მმართველობა მძიმე პოლიტიკურ პერიოდში მოუწია და სუფიზმი თითქმის ვერც გაავრცელა. 1402 წელს, თემურლენგმა ანგორის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ოსმალები. მათ სულთანთან ერთად გამოჩენილი თურქი და თურქენი სარდლებიც დაატყვევა, რომლებიც სწორედ შეიხ ხოჯა ალის მოკავშირეები იყვნენ. ხოჯა ალი შეეცადა მათ გამოსყიდვას, მაგრამ უშედეგოდ. მან არდებილში თემურლენგის შესაძლო შემოსევის გამო მძიმე ხარკი იკისრა.

1405 წელს, როცა თემური გარდაიცვალა, ხოჯა ალიმ დაიწყო ბრძოლა თემურიდების წინააღმდეგ, რომელშიც საბოლოოდ დამარცხდა. თავიდან, ყურას ბრძოლაში იწვნია დამამცირებელი მარცხი. შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო მას აზერბაიჯანის დატოვება მოუწია.

მიუხედავად უშედეგო მმართველობისა, ალი გამოირჩეოდა პოეტური ნიჭითა და რელიგიური იდეებით. 1424 წელს დატოვა თანამდებობა და მოსალოცად იერუსალიმში წავიდა, სადაც გარდაიცვალა 1429 წელს, 60 წლის ასაკში. მისი ცხედარი თავრიზში წაასვენეს და იქვე დაკრძალეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიხ ხოჯა ალი
წინამორბედი:
შეიხ სადრ ალ-დინ მუსა
სეფევიეს ორდენის შეიხი
1391–1424
შემდეგი:
შეიხ იბრაჰიმ-შაჰი