შეიხ სანანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეიხ სანანი
ავტორი ჰუსეინ ჯავიდი
მშობლიური ენა აზერბაიჯანული ენა
დაწერილია 1914
გამოცემულია 1915-1916

„შეიხ სანანი“ (აზერ. Şeyx Sənan) — დრამა ლექსად, აზერბაიჯანელი პოეტის და დრამატურგის ჰუსეინ ჯავიდის ხუთ მოქმედებიანი ტრაგედია სიყვარულზე, მუსლიმი შეიხის სანანის ქართველი — ქრისტიანი ქალის ხუმარის მიმართ. სანანისა და ხუმარის — დრამის მთავარი გმირების განსახიერებაში გამოსახულია მრისხანე პროტესტი, რომანტიკული აჯანყება რელიგიის[1] ანტიჰუმანური არსისადმი. სიყვარულისთვის სანანი, რომელიც არის მუსლიმი, რომელიც აღიარებული მეცნიერია ღვთისმეტყველებაში, ანტაგონისტურად ხდება განწყობილი ისლამისადმი, უარყოფს მის ძირითად არსს და ადანაშაულებს ყველა რელიგიას ხალხის განცალკევებაში. ბრმა რწმენას, მკვდარ რელიგიურ დოგმებს შეიხ სანანი უპირისპირებს სიყვარულით აღსავსე სამყაროს, მეგობრობას, ადამიანობას. დრამაში შეჯამებულია ანტიკლერიკული აზრები, რომლებიც გამოთქმულნი არიან პოეტის მიერ რიგ ლირიკულ ნაწარმოებებში.[2] ეს ნაწარმოები დაიწერა 1912—1914 წლებში, იმ ხანას როდესაც ჯავიდი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ტიფლისში და ნახიჩევანში. 1915—1916 წლებში გამოიცა ბაქოში სხვადასხვა გაზეთებში. ცალკე წიგნად გამოიცა 1917 წელს გაზეთ „აჩიღ სიოზ“-ის გამომცემლობაში. პირველად დაიდგა 1921 წელს სახელმწიფო თეატრის სცენაზე. 1926 წელს პიესა გამოიცა სახელმწიფო გამომცემლობაში.[3] განმეორებით გამოიცა 1958, 1975, 1968 წლებში. 50-იან წლებში კომპოზიტორმა ფიქრეთ ამიროვმა დაწერა მუსიკა სპექტაკლისთვის. ასე გაჩნდა პოპულარული სიმღერა „ბრმა არაბის სიმღერა“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Д. Джафаров. Азербайджанский театр // История советского драматического театра / Под ред. А. Анастасьева. — Наука, 1966. — Т. 2. — С. 254.
  2. Мамед Ариф. История азербайджанской литературы. — Б.: Элм, 1971. — С. 138. — 216 с.
  3. Һүсејн Ҹавид. Драм əсәрләри (азерб.) / Составитель Туран Джавид[az], под ред. проф. Музаффар Шукюр[az]. — Б.: Азербайджанское государственное издательство, 1975. — С. 544.