შეიხ ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შეიხ ალი
აზერ. Şeyx Sultan Əli
სეფევიეს ორდენის მე–7 შეიხი
მმართ. დასაწყისი: 1488
მმართ. დასასრული: 1494
წინამორბედი: შეიხ ჰეიდარი
მემკვიდრე: ისმაილ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1478
გარდ. თარიღი: 1494
დინასტია: სეფიანები
მამა: შეიხ ჰეიდარი
დედა: ჰალიმა ბეგუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

შეიხ ალი (სპარს. علی شیخ; დ. 1478 — გ. 1494) — სეფევიეს ორდენის შეიხი 1488–1494 წლებში, შეიხ ჰეიდარისა და უზუნ-ჰასანის ქალიშვილის, მართას უფროსი ვაჟი, სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებლის, ისმაილ I-ის უფროსი ძმა. შეიხი გახდა 10 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მამამისი შეიხ ჰეიდარი შირვან-შაჰ ფარუხიასარმა დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.

შეიხ ალი, მამის მსგავსად, გამოვიდა შირვანის წინააღმდეგ საბრძოლველად. მარბიელი ლაშქრობები განახორციელა აყ-ყოინლუს ტერიტორიებზე. 1492 წელს მისი გავლენის ქვეშ მოექცა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია.

მისმა ნათესავმა, თეთრბატკნიანთა ბელადმა, რუსტემმა, ანატოლიის ბეილიქების დახმარებით მალევე მოახერხა მისი ბრძოლაში დამარცხება და შეპყრობა. 1494 წელს 16 წლის შეიხ ალი სიკვდილით დაისაჯა. ალის სიკვდილის შემდეგ ყიზილბაშებმა მოახერხეს მისი უმცროსი ძმის, 7 წლის ისმაილის გადამალვა.

1499 წელს ისმაილმა ჯერ შირვან-შაჰებზე იძია შური, ხოლო 1501 წელს, აყ-ყოინლუს დინასტიის დამხობის შემდეგ საფუძველი ჩაუყარა ახალ შიიტურ ირანსსეფიანთა იმპერიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Ismāʻı̄lı̄s, By Farhad Daftary, pg.466
  • Islam without Allah?, By Colin Turner, pg.63
  • Safavid Iran, By Andrew J. Newman, pg.129
შეიხ ალი
წინამორბედი:
შეიხ ჰეიდარი
სეფევიეს ორდენის შეიხი
1488–1494
შემდეგი:
ისმაილ I