შინაარსზე გადასვლა

შეინოვოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეინოვოს ბრძოლა (ალექსი კივშენკო, 1894 წ.)

შეინოვოს ბრძოლა — ბრძოლა რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878 წწ.) დროს 1877 წლის 27-28 დეკემბერს. ბულგარეთის სოფელ შეინოვოს რაიონში.

ბრძოლა გაიმართა შიპიკის უღელტეხილის სამხრეთით ოსმალეთის ჯარებსა (სარდალი ვესელ-ფაშა) და რუსეთის არმიის გენერალ თეოდორ რადეცკის სამხედრო რაზმებს შორის. ოსმალეთის ჯარები გამაგრებული იყვნენ შიპკის მისადგომებთან, შეინოვოს ბანაკში. 24 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა 2 კოლონად შეუტიეს ოსმალეთის ჯარებს. 27 დეკემბერს მარჯვენა კოლონამ იმიტლი გაათავისუფლა, ამავე დღეს მარცხენა კოლონამ, რომელსაც გენერალი მიხეილ სკობელევი მეთაურობდა, შეინოვოს ბანაკს შეუტია და პირველი გამაგრებული ხაზი დაიკავა. 28 დეკემბერს მარცხენა კოლონამ მოიგერია ოსმალთა კონტრშეტევები და სოფ შიპკა და 1 რედუტი დაიკავა. მოგვიანებით მარჯვენა კოლონა ოსმალეთის ბანაკს დასავლეთიდან მიადგა და ხელთ იგდო 1 რედუტი. გარსშემორტყმული ოსმალეთის ჯარები რუსებს დანებდნენ.