შევარდენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შევარდენა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ადიგენის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2413 
ქედი არსიანის ქედი
ამგებელი ქანები თიხა, ქვიშაქვა და ანდეზიტ-ბაზალტი

შევარდენამთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის თხემზე, გოდერძის უღელტეხილის ჩრდილოეთით, მდინარე აჭარისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2413 მ. აგებულია ზედაოლიგოცენურ-ქვედამიოცენური ფერადი თიხებით, ქვიშაქვებითა და ანდეზიტ-ბაზალტებით (გოდერძის წყება). შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]