შინაარსზე გადასვლა

შედევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შედევის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულება 1880-იანი წლები
Map

შედევის სახლი (რუს. Дом Шедеви) — ძველი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1]. სახლი აგებულია 1880-იანი წლებში. ამჟამად ნაგებობა საცხოვრებელი სახლია[2].

მისამართი: ტაგანროგი, ჩეხოვის ქუჩა № 76.

1880-იან წლებში სახლი იყო სახელმწიფო მრჩევლის, დოქტორ პავლე მატვეის ძე შედევის კუთვნილება. პავლე შედევი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა ჟურნალ „Земля и воля“-ს („მიწა და თავისუფლება“) დაარსებაში, ჟურნალისა, რომელსაც არ ჰქონდა ლეგალურად მოქმედების უფლება. 1875 წელს პავლე შედევი გახდა ტაგანროგის საქველმოქმედო დაწესებულების მთავარი ექიმი. ამავე დროს მან შეიმუშავა თავისი შემოსავლის მთავარი წყარო, კერძო პრაქტიკა, რომელიც საკმაოდ გონივრული იყო. XIX საუკუნის დასასრულს პავლე შედევმა დაიკავა ტაგანროგის მთავარი სანიტარული ექიმის თანამდებობა. გარდა ამისა იგი იყო ქალაქის საბჭოს წევრი და გამგეობის წევრი. არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პავლე შედევი იყო ანტონ ჩეხოვის მოთხრობის „იონიჩის“[2] პერსონაჟის, დოქტორ სტარცევის პროტოტიპი[3]. ასევე ცნობილი იყო, რომ შედევის საკუთრებაში იყო ბაღი, თუმცა მისი ადგილმდებარეობა დღეისათვის არაა ცნობილი[4].

1927 წლის მონაცემებით ამ სახლში მდებარეობდა ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბუნებრივ-ისტორიული განყოფილება[5]. შედევის ყოფილი სახლი შემონახულია ჩვენს დრომდე და ამჟამად იგი საცხოვრებელი სახლია[2].

  1. Дом Шедеви//Объекты культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 2017-03-13.
  2. 2.0 2.1 2.2 Дом П.М. Шедеви//Министерство культуры Ростовской области
  3. Филологические науки, Высшая школа, 1996. С. 110
  4. Таганрог. Планета, 1987 - Всего страниц: 189 с. – С. 98
  5. Памятник Петру I появился в Таганроге по просьбе Чехова