შინაარსზე გადასვლა

შაჰ რუჰ აფშარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰ რუჰ აფშარი
ირანის შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1748
მმართ. დასასრული: 1796
წინამორბედი: იბრაჰიმ აფშარი
მემკვიდრე: აღა-მაჰმად-ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1735
დაბ. ადგილი: ისფაჰანი, ირანი
გარდ. თარიღი: 1796
გარდ. ადგილი: თეირანი, ირანი
მეუღლე: გევჰერნისა ხანუმი
შვილები: იმამ–ყული მირზა
ნასროლა მირზა
აბას მირზა
ნადირ მირზა
ჯალილ მირზა
ყაჰარყული მირზა
იაზდანბახშ მირზა
გევჰერშად ბეგუმი
გიულრუჰ ბეგუმი
შეჰზანან ბეგუმი
ყაჰირნისა ბეგუმი
ქიჩიქ ბეგუმი
დინასტია: აფშარიდები
მამა: რეზა კოლი მირზა
დედა: ფატიმა სულთან ბეგუმი (სეფევი
რელიგია: ისლამი

შაჰ რუჰ აფშარი, (სპარს. شاهرخ‎, დ. 1730 — გ. 1796) — აფშარიდების ბოლო, მეოთხე წარმომადგენელი, ნადირ-შაჰის შვილიშვილი. [1]

იგი როგორც ირანის შაჰი არჩეულ იქნა დიდებულების მიერ, როცა იბრაჰიმ აფშარი აღარ იყო ირანის შაჰი.

ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1749 წელს, მან დაკარგა სრულიად ტახტი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მოახერხა მისი დაბრუნება, თუმცა ვერ მოხერხდა აზერბაიჯანის და მაზადარანის დაბრუნება. აზერბაიჯანში იგი შეცვალა აზად ხანმა, ხოლო მაზადარანში იგი ჩაანაცვლა მუჰამედ ჰასან ხანმა. [2]

შაჰ რუჰმა 1750 წელს დაიბრუნა სულეიმან III-ის მიერ წართმეული ხორასანი.

1760 წელს მან კიდევ ერთხელ დაკარგა ირანის ტახტი და დარჩა მხოლოდ ხორასანის მმართველი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან ტახტის დაბრუნება ვეღარ მოახერხა და იგი შეცვალა კარიმ ხანმა. [3]

1796 წელს, შაჰ რუჰი გარდაიცვალა და ხოროსანის ტახტზე ავიდა ყაჯარების დინასტიის დამაარსებელი და პირველი წარმომადგენელი, აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც შეძლო და გააერთიანა რამდენიმე ნაწილად დაშლილი ირანი.

  1. Shiri ram bakshi (1995). Advanced history of medival india. ISBN 81-7488-028-3.
  2. http://irane-man.tripod.com/NaderShah.html
  3. Lang, David Marshall (1957), The Last Years of the Georgian Monarchy, 1658-1832, p. 148. Columbia University Press