შაჰრუდინ მაგომედალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰრუდინ მაგომედალიევი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
12 ივნისი, 1994 (1994-06-12) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
მაჰაჩყალა, რუსეთი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყარაბაღი
ნომერი 1
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013 შაჰდაღი 12 (0)
2014–2015 სუმგაითი 34 (0)
2016– ყარაბაღი 76 (0)
ეროვნული ნაკრები
2020– აზერბაიჯანი 10 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

შაჰრუდინ მამედ ოღლუ მაგომედალიევი (აზერ. Şahruddin Məhəmməd oğlu Məhəmmədəliyev; დ. 12 ივნისი, 1994) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აღდამის „ყარაბაღისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. თამაშობს მეკარის პოზიციაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 8 თებერვალს მისი დებიუტი შედგა „სუმგაითში“ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის შეხვედრაში „შუვალანის“ წინააღმდეგ, რომელიც ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.[1]

2016 წლის 16 იანვარს შაჰრუდინი ოფიციალურად შუერთდა აღდამის „ყარაბაღს“.[2] მისი დებიუტი კლუბში 2016 წლის 6 თებერვალს შედგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მატჩში „ხაზარ ლენქორანის“ წინააღმდეგ. მატჩი „ყარაბაღის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.[3]

2019 წლის 20 მაისს აღდამის „ყარაბაღთან“ ახალ, სამ-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი[4].

მისი ევროპული დებიუტი 2019 წელს შედგა ლუქსემბურგ „F91 დუდელანჟის“ წინააღმდეგ უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შედგა, მატჩი დასრულდა ფრედ ანგარიშით 1-1.[5] არის აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერ ლიგის 5-გზის ჩემპიონი და აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის ორგზის გამარჯვებული. არის აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის ერთგზის ვერცხლის მედალოსანი, 2020/2021 წლების სეზონში.

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო მასპინძელი აზერბაიჯანის 23 წლამდელთა ნაკრების წევრი 2017 წელს ბაქოში გამართულ ისლამური სოლიდარობის თამაშებზე, რომელშიც აზერბაიჯანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ტურნირზე მაგომედალიევი იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი და ამ გუნდის რიგებში ჩაატარა 5 შეხვედრა.[6] 2014-2016 წლებში იყო აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, სადაც მონაწილეობა მიიღო 11 შეხვედრაში. მისი დებიუტი ამ ნაკრებში შედგა 2014 წლის 3 სექტემბერს, ისრაელის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან შეხვედრაში, რომელიც აზერბაიჯანის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.[7] 2020 წლიდან თამაშობს აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. მისი დებიუტი შედგა 2020 წლის 13 ოქტომბერს, კვიპროსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც უგულო ფრით, 0:0 დასრულდა. [8] არის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში. შესარჩევ ეტაპზე შაჰრუდინმა ნაკრების ღირსება 7 შეხვედრაში დაიცვა, სადაც 15 გოლი გაუშვა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღი

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის 23 წლ.
  • ისლამური სოლიდარობის თამაშები (1): 2017

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ŞÜVƏLAN VS. SUMQAYIT 2 - 2“. Soccerway. 8 February 2014.
  2. „“Qarabağ”dan yeni transfer“. qafqazinfo.az. 16 January 2016.
  3. „QARABAG VS. KHAZAR LANKARAN 3 - 0“. Soccerway. 6 February 2016.
  4. "Qarabağ"da yeni müqavilə“. qol.az. 22 May 2017.
  5. 2019-20 UEFA Europa League, group stage matches, UEFA.com
  6. „Futbol üzrə Azərbaycan millisi IV İslam Həmrəyliyi Oyunlarının çempionu olub“. a-r.az. 22 May 2017.
  7. Soccerway
  8. Soccerway