შაჰინ ნოვრასლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შაჰინ ნოვრასლი
Shahin Novrasli.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1977 (1977-02-10) (45 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
წარმოშობა აზერბაიჯანელები
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა, ჯაზი
საქმიანობა პიანისტი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
ჯილდოები აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი
საიტი shahinnovrasli.com
შაჰინ ნოვრასლი ვიკისაწყობში

შაჰინ ნოვრასლი (აზერ. Şahin Növrəsli; დ. 10 თებერვალი, 1977 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ჯაზის და კლასიკური პიანისტი და კომპოზიტორი.[1][2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰინ ნოვრასლი დაიბადა 1977 წლის 10 თებერვალს, ბაქოში, აზერბაიჯანი. შაჰინი მე-19 საუკუნის ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის მირზა ალესკერ ნოვრის შთამომავალია. მან სამი წლის ასაკში გამოავლინა ინტერესი მუსიკისადმი. მისი პირველი მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლა, 11 წლის ასაკში, იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზში კომპოზიტორ აზერ რზაევის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე. ის მუსიკალურ კოლეჯში დიდ ოსტატობას ავლენდა მოცარტის, ბახის, შოპენის, ბეთჰოვენის, რახმანინოვისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებაში.[3] ეს კლასიკური ფონი ხშირად იგრძნობა მის ჯაზ კომპოზიციებში.[4]

კოლეჯი და მუსიკალური აკადემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თინეიჯერობის დროს შაჰინი უსმენდა დიდ პიანისტებს: აჰმად ჯამალს, ოსკარ პიტერსონს, ბილ ევანსს, კით ჯარეტს, ჩიკ კორიას. ბულბულის მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალურ აკადემიაში შევიდა. აქ მან ასევე დაუთმო დრო აზერბაიჯანელი ჯაზ პიანისტის ვაგიფ მუსტაფა-ზადეს, ჯაზისა და ტრადიციული აზერბაიჯანული მუღამური მუსიკის სინთეზის შემქმნელის მუსიკის ანალიზს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლიდან დაიწყო დაკვრა ამერიკასა და ევროპაში სხვადასხვა ფორმატებში: სოლო,[5] ტრიო, კვარტეტი და სხვა.[6] შაჰინმა ჩაწერა სამი ლაივ ალბომი: ლაივი მოსკოვში, ლაივი პრაღის სასახლეში და ლაივი ბაქოში. ასევე არსებობს ექსპერიმენტული ალბომი Eternal Way და Bayati, [10] ჩაწერილი ამერიკაში ცხოვრებისას და გასტროლებისას და გამოცემული ფრანგული Bee Jazz ლეიბლზე.

გადამწყვეტი მომენტი შაჰინის კარიერაში იყო მისი შეხვედრა აჰმად ჯამალთან.[7][8][9] 2014 წელს ამერიკაში შაჰინმა გაიცნო ჯამალის მენეჯერი ლორა ჰეს-ჰეი. მან გააცნო მას აჰმად ჯამალი, რომელმაც შეაქო შაჰინის მუსიკა.[10] ,,ის არის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, ვის შესახებაც ოდესმე მსმენია" - თქვა აჰმად ჯამალმა შაჰინზე.[11]

ჯამალი ასევე იყო შაჰინის 2017 წლის ალბომის ,,Emanation" თანაპროდიუსერი,[12] რომელმაც მიიღო ბრიტანეთის Vibe ჯილდო ,,2017 წლის საუკეთესო ჯაზ ალბომისთვის".[13] ალბომი გამოვიდა ფრანგულ ლეიბლზე Jazz Village, PIAS.[14] 2019 წლის 13 სექტემბერს Jazz Village-ზე (PIAS) გამოუშვა თავისი ალბომი ,,ბაქოდან ნიუ-იორკში".[15]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰინის მამა ნოვრას ნოვრასლი, პროფესორი იყო. მან დაამთავრა მოსკოვის გ.ვ.პლეხანოვის სახელობის უნივერსიტეტი. ის არის ავტორი წიგნებისა: „მირასი“. დედამისი ნაილა ნოვრასლი ეკონომისტია. შაჰინს სამი უმცროსი ძმა ჰყავს. ტარლან ნოვრასლი, ტურიზმის მეცნიერებათა დოქტორია და მუშაობს მუსიკალურ ინდუსტრიაში. ის არის ავტორი ლექსების კრებულის „Sərab“. არსლან ნოვრასლი უკრავს ტარზე. ნურლან ნოვრასლი არის პოპ მომღერალი, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი. მან გამოუშვა ალბომი "Aylı Gecəm".

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს შაჰინი დაქორწინდა ნატავან ნოვრასლიზე. ნატავანი არის კლასიკური მომღერალი, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი[16] და ასევე არის აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი. მათ ჰყავთ ორი ვაჟი, დაბადებული 2008 და 2015 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Larkin, Cormac (April 20, 2017) "Shahin Novrasli: a virtuoso pianist and so much more".The Irish Times
  2. Harris, George W. (June 12, 2017) "Shahin Novrasli: Emanation". Jazz Weekly.
  3. France Music (April 6, 2014) "Moderne et futur classique, le pianiste Shahin Novrasli". France Music
  4. AzerNews (May 23, 2017) Shahin Novrasli – presented by legendary Ahmad Jamal in Paris". AzerNews
  5. Note, Blue (June 15, 2016) "OPENING ACT: Ahmad Jamal Presents: Shahin" დაარქივებული 2021-10-21 საიტზე Wayback Machine. . Blue Note'.
  6. Dore, Christophe (May 15, 2017) "Le talentueux pianiste Shahin Novrasli au festival Jazz à Saint-Germain-des-Prés". Lefigaro Culture.
  7. Qobuz, Interview "Shahin Novrasli & Ahmad Jamal celebrate the releases of their respective albums".Video Interview
  8. Alley, Blues (May 15, 2017) "Ahmad Jamal presents Shahin Novrasli" დაარქივებული 2021-04-20 საიტზე Wayback Machine. . Blues Alley'.
  9. Delor Music (May, 2017) "Video: Ahmad Jamal Presente Shahin Novrasli"[მკვდარი ბმული].DelorMusic
  10. APA (May 22, 2017) "Shahin Novrasli – presented by the legendary Ahmad Jamal in Paris" დაარქივებული 2018-07-18 საიტზე Wayback Machine. . APA.
  11. The AzerNews "Shahin Novrasli – presented by legendary Ahmad Jamal in Paris".AzerNews
  12. Spectable (May 20, 2017) "Ahmad Jamal presente Shahin Novrasli « Emanation »".Spectable
  13. UK Vibe "Best Jazz Albums of 2017".UK Vibe
  14. PIAS (April 7, 2017) "Jazz Village Releases Pianist/Composer Shahin Novrasli's Label Debut" დაარქივებული 2017-10-18 საიტზე Wayback Machine. . PIAS.
  15. DL MEDIA MUSIC (September 13, 2019) "AHMAD JAMAL “BALLADES” & SHAHIN NOVRASLI “FROM BAKU TO NEW YORK CITY”".DL MEDIA MUSIC
  16. Actors Azerbaijan State Academic Opera and Ballet Theater".Azerbaijan, Opera