შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შახტის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი)
შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი — რუსეთი
შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°42′15″ ჩ. გ. 40°13′36″ ა. გ. / 47.70417° ჩ. გ. 40.22667° ა. გ. / 47.70417; 40.22667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა შახტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1895-1902

შახტის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Собор Покрова Пресвятой Богородицы) — მოქმედი საკათედრო მართლმადიდებლური ტაძარი შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში ქალაქ ალექსანდროვ-გრუშევსკში (ამჟამად ქალაქი შახტი) იყო ორი მოქმედი ხის ეკლესია — პეტრე-პავლესა და ალექსანდრე ნეველის სახელობისა. ეს ეკლესიები უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა მრევლს, სწორეს ეს გახდა მიზეზი დონის სასულიერო კონსისტერიას მიეღო გადაწყვეტილება ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1899 წელს.

ახალი ეკლესიის მშენებლობის დასრულებისთანავე ძველი ეკლესია დაშალეს, ხოლო 1902 წელს ააგეს ახალი აგურის ეკლესია, რომელიც აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის (კვართის) სახელზე. ახალი ტაძრის მრევლთა რიცხვმა 4 000-ს მიაღწია, ტაძართან იყო დიდი ბიბლიოთეკა, მუშაობდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, სადაც სწავლობდა ასი მოსწავლე.

ჯვარ-გუმბათოვანი ღვთისმშობლის კვართის ტაძრის ზომები იყო სიგრძე — 21,3 მეტრი, სიგანე — 12,8 მეტრი. ტაძარი აგებული იყო ეკლექტიკის სტილში. ჰქონდა ოთხი კარი, 16 ფანჯარა ეკლესიას და 10 სამრეკლოს. ეკლესიის გუმბათი დაფარული იყო რკინით. გუმბათზე ასევე დამაგრებული იყო რკინის ჯვარი.

ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა 1917 წლის შემდეგაც. მაგრამ ალექსანდროვ-გრუშევსკში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქალაქს უწოდეს შახტი, ხოლო 1922 წელს ტაძრის ყველა სიმდიდრის ნაციონალიზაცია მოახდინეს. 1923 წელს დახურეს ქალაქის სამივე მართლმადიდბლური ტაძარი.

მოგვიანებით მრევლმა გადაწყვიტა გაეხსნა რელიგიური საზოგადოება ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში. მისი წესდება შეთანხმებული იყო ახალ ხელისუფლებასთან. 1933 წლის თებერვალში ეკლესია საბოლოოდ დახურეს. მოანგრიეს ეკლესიის გუმბათი, ეკლესიიდან გაიტანეს ღვთისმსახურების წიგნები და ხატები. ეკლესიის შენობაში ტრამვაის სარემონტო სახელოსნო დეპო გახსნეს. სახელოსნო მუშაობდა 1990 წლამდე.

1997 წელს ტრამვაის დეპოს ეწვია როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი პანტელეიმონი, რომელმაც დალოცა ეკლესიის აღორძინება.

1998 წლის შემოდგომაზე უკანასკნელმა ტრამვაიმ დატოვა ეკლესიის შენობა. დაიწყეს ეკლესიის აღდგენა, თუმცა ტაძრის ნახაზები არ შემონახულა. აღდგენა მიმდინარეობდა შემონახული 1912 წლის ფოტოების მიხედვით.

ამჟამად ღვთისმშობლის კვართის ეკლესია წარმოადგენს შახტინის ეპარქიის სასულიერო და ადმინისტრაციულ ცენტრს.

ეკლესიის მთავარი დღესასწაულია 14 ოქტომბერი - კვართის (კვართის) დღესასწაული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]