შახტის პეტრე-პავლეს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შახტის პეტრე-პავლეს ტაძარი
Шахты Петропавловский собор1.jpg
შახტის პეტრე-პავლეს ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°42′34″ ჩ. გ. 40°12′56″ ა. გ. / 47.70944° ჩ. გ. 40.21556° ა. გ. / 47.70944; 40.21556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა შახტი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1895-1899

შახტის პეტრე-პავლეს ტაძარი (რუს. Петропавловский собор) — ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი შახტიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობდა დღევანდელი ლენინის მოედანის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად პეტრე-პავლეს ტაძრის ადგილზე გრუშევსკის მთიან დასახლებაში იდგა ხის, მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია. ეკლესია ააშენეს 1854 წელს ადგილობრივი ქვანახშირის მწარმოებლების სახსრებით. ერთსაკურთხევლიანი ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა7 წელი, რომლის განმავლობაშიც ღვთისმსახურება აღევლინებოდა სამლოცველო სახლში.

გრუშევის მთის დასახლების პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის კურთხევა მოხდა 1861 წელს. ეკლესიას ჰქონდა კანკელი, გადახურული იყო თუნუქის ფირფიტებით.

1880-იანი წლების დაასრულისათვის პეტრე-პავლეს ხის ეკლესია დაძველდა. მრევლში დაიწყო საუბარი ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ამ პერიოდში გრუშევსკის მთიან დასახლებას ეწოდა ქალაქი ალექსანდროვსკ-გრუშევსკი. ეკლესიის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი ეკლესია ააგეს ქვისგან, რომელიც მოიპოვეს სტანიცა კრივიანსკაიაში. 1899 წელს ქალაქში ააშენეს პეტრე-პავლეს ეკლესია.

1899 წელს ახალი ეკლესიის კურთხევის შემდეგ ძველი ხის ეკლესია გადაიტანეს ქალაქის მოედანზე, სადაც მისი ფასადი გააფორმეს აგურით.

1913 წლის 5 თებერვლის წმინდა სინოდის № 2291 გადაწყვეტილებით ეკლესიას ეწოდა პეტრე-პავლეს ტაძარი. ახალი ეკლესია გახდა ქვანახშირის მწარმოებელთა მთავარი ეკლესია დონზე. ეკლესიაში შემონახუულია ბიბლიოთეკა სადაც ინახებოდა 156 ტომი[1].

ალექსანდროვსკ-გრუშევსკის პეტრე-პავლეს ეკლესია ტავის დროზე წარმოადგენდა ქალაქის, როგორც სასულიერო, ისე საგანმანათლებლო ცენტრს. 1920 წლამდე პეტრე-პავლეს ეკლესიის საწყსოში მუშაობდა 12 სამრევლო სკოლა.

1922 წელს შახტიში მოხდა რენოვაციული განხეთქილება. განხეთქილების ცენტრი იყო პეტრე-პავლეს ტაძარი. 1922 წელს ეკლესიიდან გაიტანეს საეკლესიო სიმდიდრე.

1923 წელს ქალაქის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხურათ ქალაქის ყველა ეკლესია: პეტრე-პავლეს ტაძარი, ალექსანდრე ნეველისა და კვართის ეკლესია. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მღელვარება და უწესრიგობა ქალაქში. იყო მცელობა არედგინათ მსახურება პეტრე-პავლეს ტაძარში.

მოგვიანებით აღმასკომმა შეცვალა თავისი დადგენილება. ზოგიერთ ეკლესიაში დაუშვეს ღვთისმსახურება[2].

1929 წელს კვლავ მიიღეს გადაწყვეტილება პეტრე-პავლეს ტაძრის დახურვის შესახებ. ეკლესიისა დახურვის შემდეგ სახელმწიფო ფიქრობდა მასში მუზეუმის გახსნას. მაგრამ ამის ფინანსები ვერ მოიძებნა. ეკლესია დაანგრიეს 1930-იან წლებში. ეკლესიის აგურით ააშენეს ინკუბატორული სადგური. ეკლესიის ადგილზე ააგეს ნოვოცერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი და ლენინის ძეგლი.

საკურთხევლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე-პავლეს ეკლესიაში სამი საკურთხეველია. ცენტრალური საკურთხეველი მოციქულების პერესა და პავლეს სახელზეა აგებული, ხოლო დანარჩენი ორი მოციქულ ფილიპესა და ღვთისმშობლის ხატ ოდიგიტრიის სახელზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Табунщикова Л. В. "Обновленческий раскол в Таганрогском и Шахтинско-Донецком округах Северо-Кавказского края (Ростовской области)". Вестник ПСТГУ II: История. История Русской Православной Церкви. 2015. Вып. 3 (64). С. 51–60.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]