შაშიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაშიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის სასაფლაოზე დგას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. დაზიანებულია:დაბზარულია კედლები,სახურავზე თითქმის მთლიანად აყრილია კრამიტის საფარი. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, როიმელსაც ბოლოები ოდნავ მომრგვალებული აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი სწორკუთხაა, ინტერიერი განათებულია ორი დაბალი, სწორკუთხა სარკმლით, მათგან ერთი აღმოსავლეთ კედლის შუაშია, მეორე დასავლეთით, შესასვლელის ზემოთ. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშაა. საკურთხევლის ცენტრში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხევლის ქვედა ნახევარი დარბზისგან გამოყოფილი არ არის და მისი გვერდითი კედლები დარბაზის გრძივ კედლებთან ერთ სიბრტყეშია მოქცეული. იატაკიდან დაახლოებით 1,8 მეტრის სიმაღლეზე, საკურთხეველს მხრები აქვს მოწყობილი, რომლებიც ზემოთ თანდათან განივრდება. მათზე დაყრდნობილია დადაბებული პროპორციების კონქის თაღი. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგრანდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]