შაქტი კაპური
შაქტი კაპური | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
3 სექტემბერი 1952 (72 წლის) დელი, ინდოეთი |
მოქალაქეობა |
![]() |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 1975 წლიდან დღემდე |
ჯილდოები | Filmfare Awards |
შაქტი კაპური (ინგლ. Shakti Kapoor, ჰინდი शक्ती कपूर, ნამდვილი სახელი - სუნილ სიკანდერლალ კაპური; დ. 3 სექტემბერი, 1952 [1] დელი, ინდოეთი) — ინდოელი კინომსახიობი, ცნობილია უარყოფითი და კომიკური პერსონაჟების როლების შესრულებით. შაქტი კაპურმა მიიღო მონაწილეობა 700-ზე მეტ ფილმში. 1980-იან და 1990-იან წლებში. 2011 წელსიყო ინდური რეალითი შოუ Bigg Boss- ის კონკურსანტი.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სუნილ (შაქტი) კაპური დაიბადა და გაიზარდა დელიში, პუნჯაბელების ოჯახში. მისი მამა იყო ატელიეს მფლობელი, დედა კი - დიასახლისი. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ. სუნილს კითხვა არ უყვარდა. ის ცუდი საქციელის გამო გარიცხეს სამი სკოლიდან.
ახალგაზრდობაში სუნილს მამასთან კონფლიქტი ჰქონდა, ვინაიდან მას მოძალადედ თვლიდა. ოჯახის ბიზნესის ნაცვლად, ტურისტულ სააგენტოში სურდა მუშაობა. კოლეჯში სწავლის დროს, სუნილ კაპური მუშაობდა მოდელად. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ის მუშაობდა Mercury Travels- სა და Asian Travels- ში და სურდა საკუთარი ტურისტული სააგენტოს გახსნა, მაგრამ ბოლო მომენტში მამამ უარი უთხრა დახმარებაზე.[1]
სუნილი სამუშაოდ მოეწყო მშობლიური ქალაქის თეატრში. მას სურდა გამხდარიყო პროფესიონალი მსახიობი, ამიტომ გაემგზავრა პუნაში, სადაც ინდოეთის კინოსა და ტელევიზიის ინსტიტუტის საუკეთესო სტუდენტი გახდა.
სუნილ კაპური ხუთი წლის განმავლობაში წარუმატებლად თამაშობდა ფილმებში. ის უპირატესობას ანიჭებდა დადებითი პერსონაჟების როლებს. ერთ დღესაც მსახიობმა ბოროტმოქმედის როლი შეასრულა ფეროზ ხანის ფილმში „სამუდამო მეგობრები“ (1980) და რეჟისორების ყურადღება მიიქცია, როგორც კარგმა მსახიობმა. მალე სუნილ კაპურმა გაიცნო სანჯაი დატი, რომელმაც სუნილი სახლში მამის გასაცნობად მიიწვია. სანჯაი დატის მამა სუნილ დატი ახალი ფილმის „როკის“(1981) გადაღებას აპირებდა და სუნილ კაპურს შესთავაზა თავის ფილმში ბოროტმოქმედის როლი, თან სახელის შეცვლა ურჩია. ახალ ფილმში სუნილ კაპური უკვე ახალ ამპლუაში შაქტი კაპურის სახელით გამოჩნდა და შესრულებული როლით დაიმკვიდრა „ცუდი ბიჭის“ სახელი.
მოგვიანებით შაქტი კაპური ცნობილი გახდა კომიკური როლებით. მსახიობი ბევრჯერ იყო ნომინირებული Filmfare ჯილდოზე საუკეთესო კომიკური სპექტაკლისთვის . ხოლო 1995 წელს აიღო ჯილდო Raja Babu- ში შესრულებული როლისთვის.[3]
2011 წელს შაქტი კაპურმა მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუს Bigg Boss მეხუთე სეზონში, სადაც ის 14 მონაწილეს შორის ერთადერთი მამაკაცი იყო. ამ პროექტში მონაწილეობამ დადებითად იმოქმედა შაქტი კაპურისა და მისი ოჯახის იმიჯზე. მასმედიამ ის ჯენლტმენად მოიხსენია.
ასევე მსახიობი თამაშობს თეატრში. 2012 წელს თეატრთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შაქტი კაპური არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ 2004 წელს მან სიტყვით გამოვიდა ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის ლიდერის სონია განდის დასაცავად, როდესაც მას აკრიტიკებდნენ იტალიური წარმომავლობის გამო. [4] 2011 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იგი აქტიურად უჭერდა მხარს ბაჰუჯან სამაჯის პარტიის (BSP) კანდიდატებს მუნიციპალურ არჩევნებში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაქტი კაპურის მეუღლეს შივანგი ჰქვია, ის არის ცნობილი მსახიობის პადმინი კოლჰაპურის და. შივანგი მეუღლეზე 13 წლით უმცროსია. მშობლები მათი ქორწინების წინაარმდეგნი იყვნენ, ამის გამო შივანგი სახლიდან გაიპარა. იმავე დღეს 1982 წლის 12 იანვარს დაქორწინდა შაქტი კაპურზე. მშობლებმა მხოლოდ შვილიშვილის დაბადების შემდეგ მიიღეს ქორწინება.
კაპურების წყვილს ორი შვილი ყავს. ვაჟი-სიდჰანთ კაპური, რომელიც დიჯეი და რეჟისორის თანაშემწეა. ასევე ითამაშა ფილმში „სროლა ვადალეში“ და ქალიშვილი-პოპულარული მსახიობი შრადჰა კაპური.
ალკოჰოლის მიღებისაგან თავის არიდების მიზნით და შვილებისათვის რომ დაემტკიცებინა, ერთი თვის განმავლობაში შეუძლია ალკოჰოლის გარეშე გაძლება, შაქტი კაპური გახდა რეალითი შოუს Bigg Boss-ის მეხუთე სეზონის მონაწილე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Anubha Sawhney (3 August 2003). "Shakti Kapoor: The role of a lifetime". The Times of India. Retrieved 24 April2016.
- ↑ "Shakti Kapoor Films". Bollywood Hungama. Retrieved 27 May 2016.
- ↑ "Best Shakti Kapoor characters". Retrieved 28 July2012.
- ↑ Shakti Kapoor turns out for Congress The Hindu(3 March 2004). მიმართვის თარიღი 23 სექტემბერი 2014.