შაქრის კაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შაქრის კაცი
Sugar Man.jpg
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Generation Next #2 (1995)
ავტორ(ებ)ი სკოტ ლობდელი, კრის ბაჩალო
დახასიათება
ალტერ ეგო უცნობი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
შესაძლებლობა ზეადამიანური ფიზიკური ძალა,
სხეულის მასისა და ზომის შეცვლის უნარი,
განუსაზღვრელად გრძელი ენა,
განვითარებული გრძნობათა ორგანოები,
გენეტიკური ტექნიკა

შაქრის კაცი (ინგ. Sugar Man) - გამოგონილი პერსონაჟი, ბოროტმოქმედი მუტანტი Marvel Comics-ის მსოფლიოდან. შექმნილია მწერალი სკოტ ლობდელისა და მხატვარი კრის ბაჩალოს მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში Generation Next #2 (1995 წელს).

შაქრის კაცი მკითხველმა აპოკალიფსის ეპოქის მოვლენებიდან გაიცნო, როდესაც მარველის მსოფლიოს ისტორიამ ჩვეული გზიდან გადაუხვია. ამ მსოფლიოს პერსონაჟების უმრავლესობა მარველის ძირითადი რეალობის სუპერგმირებისა და ბოროტმოქმედების ალტერნატიულ ვერსიებს წარმოადგენენ, შაქრის კაცს კი, როგორც ჩანს, არ გააჩნია დედამიწა-616-ის ორეული.