შაფაქ ფავეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაფაქ ფავეი
Şafak Pavey
შაფაქ ფავეი Şafak Pavey
თურქეთის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივნისი, 2011 – 15 სექტემბერი, 2017
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  აჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი

დაბადებული10 ივლისი, 1976 (1976-07-10) (47 წლის)
ანკარა თურქეთის დროშა თურქეთი
საარჩევნი ოლქი2015-სტამბოლი
ეროვნებათურქი
პოლიტიკური პარტიასრპ
განათლებავესტმინსტერის უნივერსიტეტი
ლონდონის ეკონომიკის სკოლა
საიტიwww.safakpavey.com

შაფაქ ფავეი (თურქ. Şafak Pavey; დ. 10 ივლისი 1976, ანკარა, თურქეთი)[1] — თურქი დიპლომატი, მიმომხილველი და პოლიტიკოსი. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი ძირითადი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან (CHP). წარმოადგენს სტამბოლის პროვინციას.[2] იგი არის პირველი ინვალიდი ქალბატონი არჩეული თურქეთის პარლამენტში, გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კომიტეტის წევრი.[3][4] 2012 წელს, ფავეიმა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო მამაც ქალთა ჯილდო.[5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფავეი დაიბადა 1976 წლის 10 ივლისს, ანკარაში, შაჰინ და აიშე იონალის ოჯახში, რომელიც ცნობილი მწერალი და ჟურნალისტია. 1994 წელს, მეუღლესთან ერთად გადავიდა შვეიცარიაში, რომ შეესწავლა ხელოვნება და ფილმის ხელოვნება. 1996 წელს, ციურიხში მატარებლის ავარიაში მოყვა, სადაც დაკარგა მარცხენა მკლავი და მარცხენა ფეხი. ერთი წლის შემდეგ გადავიდა ლონდონში, განათლების გაგრძელების მიზნით. სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ვესტმინსტერის უნივერსიტეტში და დაასრულა ასპირანტურა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფავეი მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისში, სადაც პასუხისმგებელი იყო საგარეო ურთიერთობათა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ალჟირი, ეგვიპტე, ირანი, ლიბანი და სირია. მუშაობდა UNHCR ცენტრალური ევროპის პრეს-სპიკერად უნგრეთში და მოგვიანებით, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოს მდივნად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარის ოფისში.[7]

მუშაობდა მიმომხილველად სტამბოლის სომხურ-თურქულ ორენოვან ყოველკვირეული გაზეთში Agos და სამი წიგნის ავტორია. განახორციელა ერთობლივი პროექტები ჰარვარდის უნივერსიტეტთან, ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიასთან და ნორვეგიის დიზაინის საბჭოსთან ერთად ინკლუზიურ/უნივერსალურ დიზაინზე და იძულებით გადაადგილებულ პირებთან. წიგნი 13 Numaralı Peron (13 ნომრიანი პლატფორმა), რომელიც მოგვითხრობს მატარებლის ავარიის გამოცდილებას, დაწერილი დედამისთან, აიშე იონალთან ერთად, გახდა საუკეთესო გამყიდვადი წიგნი თურქეთში. თანამშრომლობდა მწერალთან და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატთან შირინ ებადისთან, წიგნზე "ლტოლვილთა უფლებები ირანში".[8]

მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, 2011 წელს ფავეიმ დაბრუნდა თურქეთში და გახდა პარლამენტარი. ფავეიმ დატოვა თავისი პოზიცია გაეროში 2012 წელს, როდესაც იგი აირჩიეს სტამბოლის პროვინციის დეპუტატად რესპუბლიკური პარტიიდან, ამით ფავეი გახდა პირველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი დეპუტატი თურქეთის პარლამენტში.[9]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Office of the High Commissioner for Human Rights
  2. CHP’s Pavey elected to UN committee
  3. Events and News 2012 | Embassy of the United States Ankara, Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-07. ციტირების თარიღი: 2016-08-27.
  4. 2012 International Women of Courage Award Winners
  5. Clinton praises Pavey’s tireless passion, energy
  6. CITIZEN PAVEY
  7. Refugee worker turns a disability into an advantage
  8. Ebadi, Shirin (2008). Refugee Rights in Iran. Saqi, გვ. 4. ISBN 9780863566783. 
  9. Sussman, Anna. (June 16, 2011) Firebrand Lawmaker Fights for the Rights of the Disabled. Pulitzer Center on Crisis Reporting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 21 March 2013.
  10. Safak Pavey of Turkey selected as one of the 2011 JCI Ten Outstanding Young Persons of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-02. ციტირების თარიღი: 2016-08-27.
  11. Secularist of the Year awarded to Turkish MP, Safak Pavey