შინაარსზე გადასვლა

შაფათკვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
შაფათკვარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი აჟარის მუნიციპალიტეტი
თემი ჩხალთა
კოორდინატები 43°05′07″ ჩ. გ. 41°40′04″ ა. გ. / 43.08528° ჩ. გ. 41.66778° ა. გ. / 43.08528; 41.66778
მოსახლეობა 8 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შაფათკვარა — საქართველო
შაფათკვარა
შაფათკვარა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
შაფათკვარა
შაფათკვარა — აჟარის მუნიციპალიტეტი
შაფათკვარა

შაფათკვარა[1] (შაბათკვარა)სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში (ჩხალთის თემი).[2] მდებარეობს მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 500 მეტრზე, გულრიფშიდან დაშორებულია 70 კილომეტრით. 1949 წელს აჟარის სასოფლო საბჭოში შედიოდა.[3]

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

[4]

სახელწოდება შაბათკვარა აფხაზური წარმომავლობისაა და „შაბათის ღელეს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, შაბათკვარა თავდაპირველად ერქვა ღელეს და შემდეგ სოფელს დაერქვა.[5]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 ადამიანი.[6]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959[7][8] 53 --- ---
1989[9] 5 --- ---
2002[6] 8 4 4
  1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
  2. მუნიციპალიტეტების რეესტრი
  3. პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.
  4. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
  5. პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.
  6. 6.0 6.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  7. საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
  8. აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
  9. აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01