შინაარსზე გადასვლა

შატო შენონსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შატო შენონსო

შატო შენონსო (ფრანგ. Château de Chenonceau, შენონსოს სასახლე) — ამავე სახელწოდების სოფელში მდებარე სასახლე, საფრანგეთის დეპარტამენტ ენდრი და ლუარაში, ლუარის ციხესიმაგრების ნაწილი. აშენებულია XVI საუკუნეში ხიდის გალერეის გარეშე. სასახლე განთქმული იყო, როგორც ანრი II-ის საყვარელი დიანა დე პუატიეს ბინა, რომელმაც ეს სასახლე მეფისგან საჩუქრად მიიღო. ანრის სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა ეკატერინე მედიჩიმ დიანას სასახლე ჩამოართვა შომონ-სიურ-ლუარის სანაცვლოდ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სასახლეში სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: