შატილის მთავარანგელოზის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შატილის მთავარანგელოზის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ხატის კომპლექსში შედის დარბაზი, დარბაზის კარი და საზარე. დარბაზი ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი. გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა, რომლის კედლებად სამ მხრიდან კლდეა გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. დაბალი, სწორკუთხა კარის გვერდით პატარა ნიშია, კარის წინ ფიქლის სამსაფეხურიანი კიბეა. დარბაზის წინ დარბახის კარია - შემორჩენილია ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. შუაში ფიქლის კერაა. კედლების გასწვრივ ქვის სკამებია. საზარე დგას დარბაზის სამხრეთ კედელთან, ესაა ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი მცირე ზომის კოშკისებრი ნაგებობა, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთით მცირე ზომის თაღოვანი ნიში აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]