შარტრის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარტრის სკოლამაღალ შუა საუკუნეებში შარტრის საკათედრო ტაძართან არსებული სასწავლებელი. წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სკოლას. თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია XI-XII საუკუნეებში[1]. XI საუკუნის დასაწყისში (1020 წ.) ეპისკოპოსმა ფულბერმა დააარსა შარტრის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასწავლო ცენტრს წარმოადგენდა იმდროინდელ დასავლეთ ევროპაში. ეპისკოპოსი ფულბერი თავის სქოლასტიკურ-პედაგოგიურ მოღვაწეობას ნაკლებ ღირებულებას ანიჭებდა, თუმცა ადმინისტრაციულ საკითხებში წარმატებული აღმოჩნდა[2].

სკოლა მრავალ სწავლულს იზიდავდა. მათ შორის იყვნენ ბერნარდ შარტრელი, ტიერი შარტრელი და გიიომ კონზეხუსი. სწავლება მიმდინერეობდა შვიდი თავისუფალი ხელოვნების პრინციპზე დაყრდნობით. მოიცავდა ტრივიუმს (ლოგიკა, გრამტიკა და რიტორიკა) და კვადრივიუმს (არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია). შარტრის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კვადრივიუმს (მათემატიკურ მიმართულებებს) და ნატურფილოსოფიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1.  Natural Philosophy at School and University, (Lecture 18), in Lawrence M. Principe (2002) History of Science: Antiquity to 1700. Teaching Company, Course No. 1200
  2.  Loren C. MacKinney, Bishop Fulbert and Education at the School of Chartres, Univ. of Notre Dame Indiana, 1956