შაროხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შაროხევი — მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2295 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ავანისხევს მარცხნიდან. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 85 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]