შარმილა თაგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარმილა თაგორი

შარმილა თაგორი, 2013 წ.
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი 1944 (76 წლის)
ჰაიდარაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1959 - დან
მეუღლე(ები) მანსურ ალი-ხანი (გ. 2011)
შვილ(ებ)ი საიფ ალი-ხანი
საბა ალი-ხანი
სოჰა ალი-ხანი

შარმილა თაგორი (ბენგ. শর্মিলা ঠাকুর, [ʃaɾmila ţʰakuɾ], ჰინდ. शर्मिला टैगोर, ინგლ. Sharmila Tagore, ქორწინებაში ბეგუმი აიშა სულთანა პატაუდი, (ინგლ. Ayesha Sultana Pataudi); დ. 8 დეკემბერი 1944, ჰაიდარაბადი, ჰაიდარაბადის სამთავრო, ბრიტანეთის ინდოეთი) — ინდოელი კინომსახიობი. ითამაშა 100-მდე ფილმში ჰინდ. და ბენგალური ენებზე. ინდოეთის ეროვნული კინოპრემიის და  ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის Filmfare Award-ის პრემიის ლაურეატი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდო პადმა ბჰუშანის და საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის  უმაღლესი ხარისხის ორდენის მფლობელი. [1] [2]

2004 წლის 13 ოქტომბრიდან 2011 წლის 31 მარტამდე იყო ცენტრალური ინდური კინოს ცენზურის კომისიის თავმჯდომარე. 2009 წელს შედიოდა  კანის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში.

2005 წლის დეკემბერში შარმილა თაგორი აირჩიეს გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩად.[3][4][5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარმილა თაგორი დაიბადა ჰაიდარაბადში (ახლანდელი ანდრა-პრადეში) ბენგალელი ბრაჰმანების ოჯახში. მის მამას, გითინდრანათ თაგორს, ცნობილი მხატვრის გაგანენდრანათ თაგორის შვილიშვილს, კერძო ბრიტანულ-ინდური კომპანია Elgin Mills-ის გენერალური მენეჯერის მოადგილის თანამდებობა ეკავა, დედამისს, ირა ბარუას, მამის მხრიდან ჰქონდა ასამური ფესვები. მისი ორივე მშობელი თაგორების ცნობილი ოჯახიდან იყო. მათი ნათესავი გახლდათ პოეტი და ნობელის პრემიის ლაურეატი რაბინდრანათ თაგორი. მსახიობს ორი უმცროსი და ჰყავს: ოინდრილა და რომილა. როდესაც შარმილა 7 წლის იყო, მშობლებმა გაგზავნეს კოლკატაში ბაბუის სახლში, სადაც მან გაატარა ბავშვობის უმეტესი ნაწილი.[6]

შარმილა სწავლობდა წმინდა ეპისკოპოს იოანეს სახელობის გოგონების საშუალო სკოლაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ფილმებში დაიწყო მონაწილეობა, სკოლის დირექტორმა სთხოვა დაეტოვებინა სკოლა, რათა არ მოეხდინა ცუდი გავლენა სხვა მოსწავლეებზე. შემდეგ იგი შევიდა ასანსოლში, ლორეტოს მონასტერთან არსებულ კოლეჯში, მაგრამ კვლავ მოუწია კოლეჯის მიტოვება სამსახიობო კარიერის გამო. შარმილა თაგორი ამჟამად გახლავთ  ედინბურგის ნაპიერის უნივერსიტეტის ხელოვნების საპატიო დოქტორი.[7]

ფილმის პრემიერაზე ქალიშვილთან ერთად

შარმილა ცოლად გაჰყვა პატაუდის ნავაბს და ინდოეთის კრიკეტის გუნდის ყოფილ კაპიტანს მანსურ ალი ხანს, რომელიც  გაიცნო თავისი 21 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე.  საქორწილო ცერემონია ნიკაჰი გაიმართა 1969 წლის 27 დეკემბერს, მსახიობმა მიიღო ისლამი და დაირქვა სახელი აიშა სულთანა. წყვილს სამი შვილი შეეძინა: მსახიობი  საიფ ალი ხანი (დ. 1970), სამკაულების დიზაინერი საბა ალი ხანი (დ. 1976) და მსახიობი სოჰა ალი ხანი (დ. 1978). მანსურ ალი ხანი გარდაიცვალა 2011 წლის 22 სექტემბერს 70 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ შარმილამ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაიწყო მუშაობა მეუღლის ბიოგრაფიაზე. ბიოგრაფიული წიგნი «Pataudi: Nawab of Cricket»  შარმილას წინასიტყვაობით 2013 წელს გამოიცა.[8][9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარმილა თაგორი, 2013

შარმილა თაგორი ეკრანზე პირველად   1959 წელს გამოჩნდა სატიაჯიტ რაის ფილმში „The World of Apu“, სადაც მან განასახიერა მთავარი გმირის ახალგაზრდა ცოლი, რომელიც მშობიარობის დროს იღუპებოდა. როდესაც გადაღებები დაიწყო, გოგონა მხოლოდ 13 წლის იყო. რეჟისორის ლექტორი ვისვა ბჰარატის უნივერსიტეტში თავად რაბინდრანათ თაგორი გახლდათ. სატიაჯიტ რაი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა თაგორის  ოჯახთან და როცა ფილმისთვის ახალი სახე დასჭირდა, როლი შარმილას შესთავაზა. შარმილამ სამსახიობო ოსტატობის შესახებ არაფერი იცოდა. გამოუცდელმა მსახიობმა სარის ტარებაც კი სასწრაფოდ ისწავლა რეჟისორის მეუღლისგან. ფილმში მისი თანამონაწილე იყო დებიუტანტი სუმიტრა ჩატერჯი. შემდგომში მათ ერთად ითამაშეს კიდევ  რაის რამდენიმე  ფილმში.

პრეზიდენტი შრი პრანამ მუხრეჯი შარმილა თაგორს გადასცემს პადმა ბჰუშანის სახელობის პრემიას

რეჟისორმა შარმილა მიიწვია თავის მომდევნო ფილმში  „ქალღმერთი“. ნიუ-იორკში ფილმის ჩვენების შემდეგ კინოკრიტიკოსმა პოლინ კეილმა შარმილა შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: „ახალგაზრდა მისის თაგორი დახვეწილი და უნაკლოა – შეფასება, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ აუცილებლობისას ვიყენებ“.[10]

მოხდენილი სხეულის და ბენგალელისთვის უჩვეულო გარეგნობის წყალობით შარმილა მალე მიიწვიეს ბოლივუდში სამუშაოდ. 1964 წელს მან შამი კაპურთან ერთად მთავარი როლი შეასრულა  სამანტა შაქტის ფილმში „ ქაშმირელი ლამაზმანი“: ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად და შარმილა ერთ ღამეში ბომბეიში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გმირი გახდა. ამის შემდეგ მან დაიწყო მუშაობა გამოჩენილ რეჟისორებთან. მათ შორის იყვნენ: იაშ ჩოპრა ( „დროის გამოცდა“), რიშიკეშ მუხერჯი  („ანუპამი“) და მოჰან სეჰგალი („დევერი“).[11]

1979 წლისთვის მსახიობს უკვე ჰყავდა სამი შვილი. იმის გამო, რომ უფრო დიდ დროს ოჯახს უთმობდა, სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩნდებოდა დიდ ეკრანზე. 1990-იანი წლებიდან ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებს. [12]

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1970 წელი —  Filmfare Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის — Devotion
  • 1976 წელი —  ეროვნული კინოპრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის — „მოგზაურობა წარსულში“
  • 1997 —  Filmfare ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1999 — საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი
  • 2002 წელი — Star Screen Award  
  • 2004 წელი — ეროვნული კინოპრემია ქალის  მეორეხარისხოვანი როლის  შესრულებისთვის — "უკან ტყეში"
  • 2008 წელი — ინდოეთის ჟურნალისტთა ასოციაციის ეროვნული კინოპრემია კინოს სფეროში შეტანილი წვლილისთვის
  • 2011 წელი — IFFA ჯილდოები კინოში მიღწეულის წარმატებისთვის [13]
  • 2012 — ედინბურგის ნაპიერის უნივერსიტეტის საპატიო  დოქტორის წოდება
  • 2013 — პრემია პადმა ბჰუშანი კინოში შეტანილი წვლილისთვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Sharmila Tagore, India's emblem at Cannes – Times of India". The Times of India.
  2. "Padma Awards Announced". Government of India. 25 January 2013. Retrieved 10 October 2015.
  3. https://timesofindia.indiatimes.com/sharmila-changed-her-name-to-ayesha-sultana-to-marry-mansoor-ali-khan-patuadi-/articleshow/46183619.cms
  4. Tagore, Sharmila // Encyclopaedia of Hindi Cinema / Edited by Gulazar, Govind Nihalani, Saibal Chatterjee. — New Delhi, Mumbai: Encyclopædia Britannica, Popular Prakashan, 2003. — P. 659. — 652 p. — ISBN 978-81-7991-066-5.
  5. "Sharmila Tagore, for UNICEF". rediff.com. 8 December 2005.
  6. https://timesofindia.indiatimes.com/sharmila-changed-her-name-to-ayesha-sultana-to-marry-mansoor-ali-khan-patuadi-/articleshow/46183619.cms
  7. https://timesofindia.indiatimes.com/sharmila-changed-her-name-to-ayesha-sultana-to-marry-mansoor-ali-khan-patuadi-/articleshow/46183619.cms
  8. "Celebrities who converted to Islam". The Times of India. 13 August 2014. Retrieved 14 March 2022.
  9. "India's legendary cricketer Tiger Pataudi passes away at 70". Retrieved 22 September 2011.
  10. "Sharmila Tagore, Elegant and Graceful at 70". NDTV.com. Retrieved 21 July 2021.
  11. Various writers, Rashtriya Sahara, page 28, Sahara India Mass Communication, 2002
  12. 51st National Film Awards 2004. — New Delhi: Directorate of Film Festivals, 2005. — P. 34-35.
  13. "IFFI Best actress awards".